- განიხილავთ პრობლემების ასპექტებს, რომელთა გადაჭრაც გსურთ
- მოიძიებთ მეტს პრობლემებზე
- შესაძლოა შეარჩიოთ პრობლემა თქვენი პროექტისთვის
აქტივობები ამ გაკვეთილისთვის:
ᲤᲝᲙᲣᲡᲘᲠᲔᲑᲐ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐᲖᲔ
გასულ კვირას თქვენ განიხილეთ პრობლემები და მათი კატეგორიზაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით. პრობლემების დაჯგუფებამ შესაძლოა წარმოშვა ახალი იდეები ან გამოავლინა კავშირები სხვადასხვა პრობლემებს შორის, რომლებზეც ფიქრობთ.
ამ კვირაში, თქვენ უნდა ჩაუღრმავდეთ ერთ ან ორ პრობლემას, რომლებზეც შესაძლოა მუშაობა გსურთ, რათა მათი მასშტაბი განსაზღვროთ. პრობლემის მასშტაბი გულისხმობს მისი მოცულობას. არის თუ არა ის საკმარისად დიდი ან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მას რეალური გავლენა ჰქონდეს?

ᲒᲐᲜᲘᲮᲘᲚᲔᲗ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ
პრობლემის გადაჭრის გავლენის გასათვალისწინებლად, განვიხილოთ ეს ელემენტები:
- დიდი პრობლემაა? გავლენას ახდენს თუ არა ადამიანთა მნიშვნელოვან რაოდენობაზე?
- გაჩნდა პრობლემა ეროვნულ თუ გლობალურ ამბებში?
- არის თუ არა ადგილი ინოვაციისთვის? უკვე მუშაობენ კომპანიები ამ პრობლემაზე? შეგიძლიათ გააკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე ისინი აკეთებენ?
- არის თუ არა პრობლემით დაინტერესებული ეროვნული ფონდები, არაკომერციული ორგანიზაციები ან სტარტაპები?
- შეგიძლიათ პოტენციურად მათთან ერთად ითანამშრომლოთ მასზე მუშაობისთვის?
მენტორის რჩევა
საუკეთესო პრაქტიკა: ბევრი გუნდი უკვე აკეთებდა კვლევებს, რაც თქვენს არსებულ უნარებზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს. გაიხსენეთ სასკოლო პროექტი, რომლის დროსაც საჭირო იყო კონკრეტულ თემაზე ინფორმაციის მოძიება. ესეც კვლევაა! გაიარეთ პროცესი, რომელსაც მაშინ მიჰყვებოდით, რათა გუნდთან ერთად კვლევის გეგმის შედგენაში გაერკვეთ.
კვლევის გეგმა, რომელსაც თქვენი გუნდი იყენებს, არ უნდა იყოს ვრცელი, ის უნდა შეიცავდეს:
- გამოსაკვლევ თემებს (პოტენციური გადასაჭრელი პრობლემები)
- ძირითადი კითხვებს, რომლებზეც გუნდს სურს პასუხის გაცემა (შეხედეთ კითხვებს ამ გაკვეთილზე „გაითვალისწინეთ გავლენა“)
- ძირითად ტერმინებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფორმაციის მოსაძებნად
- ვინ რაზეა პასუხისმგებელი
- როდის უნდა ჩატარდეს კვლევა (ბოლო ვადა)
კვლევის გეგმის ქონა გუნდებს დაეხმარება პრობლემსი შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებასა და მის ღრმად გააზრებაში.
კვლევის გეგმის მომზადების ნაწილი მოიცავს საკვანძო კითხვების და ძირითადი ტერმინების განსაზღვრას. გუნდებმა უნდა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ სწორი საკვანძო ტერმინები და როგორ მუშაობს საძიებო სისტემა. Google საძიებო სისტემების ფართოდ გამოყენებული პლატფორმაა. მარცხნივ განთავსებული ვიდეო მიმოიხილავს, როგორ მუშაობს Google და გვიზიარებს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ მოვიძიოთ სწორი საკვანძო ტერმინები და როგორ ვეძებოთ ეფექტურად, რათა საჭირო პასუხები ნაკლებ დროში მოვიპოვოთ.
კითხვები მოსწავლეებისთვის:
რა ნაბიჯებს დგამთ პროექტის ან ნაშრომის თემის კვლევისას?
როგორ გადაწყვიტეთ რომელი წყაროებია სანდო ინფორმაციის შეგროვებისას?
რატომ არის მნიშვნელოვანი პრობლემის საფუძვლიანად გამოკვლევა მის გადაჭრამდე?
მენტორის რჩევები მოწოდებულია AmeriCorps-ის მხარდაჭერით.

ᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲐ: პრობლემების კვლევა
გაზომეთ თქვენი მთავარი პრობლემის 2 ან 3 მასშტაბი და გავლენა
გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ სამუშაო ფურცლის ასლი და საჭიროებისამებრ შეცვალოთ.
ეს აქტივობა შთაგონებული იყო დევიდ კროპლის კრეატიულობის საინჟინრო კვლევაში და კრეატიულობის ტრენინგით სკოტ და სხვ.
რეფლექსია
ვიმედოვნებთ, რომ თქვენ უკვე შეამცირეთ თქვენი პრობლემა მხოლოდ რამდენიმეზე. განაგრძეთ ამ პრობლემების კვლევა, რომელიც დაგეხმარებად მისი გადაწყვეტის მოფიქრებაში.

ძირითადი ტერმინების მიმოხილვა
- კვლევა - ინფორმაციის შეგროვება საგნის შესახებ
- მასშტაბი - თქვენი პრობლემის ან გადაწყვეტის ზომა
ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲔᲑᲘ
თუ დაინტერესებული ხართ სხვა ახალგაზრდა ადამიანებთან საუბრით და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული პრობლემების შესახებ სწავლის პროცესით, გაეცანით Generation Global-ის „Ultimate Dialogue Adventure“-ს. დააჭირეთ სურათს, რათა ეწვიოთ მათ ვებსაიტს.
გაიგე როგორ გამოუვიდათ სხვა Technovation Girls-ის გუნდებს პრობლემის გადაჭრა და დანახვა!
ეს ვიდეო კლიპი (5:30 წთ) კურსდამთავრებულთა პანელიდან იდეების შესახებ შეიძლება სასარგებლო იყოს.