App Inventor-ის სხვადასხვა კომპონენტები

  • გადახედავთ სხვადასხვა კომპონენტებს, რომლებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ App Inventor-ში ან Thunkable-ში
  • იპოვით ერთ კომპონენტს, რომელსაც თქვენს აპში გამოიყენებთ
  • შეისწავლით რესურსებს და შეიყვანთ მინიმუმ ერთ კომპონენტს თქვენს აპლიკაციაში

ᲡᲛᲐᲠᲢᲤᲝᲜᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲝᲜᲔᲜᲢᲔᲑᲘ

დროა აირჩიოთ და დააკოდიროთ კომპონენტები, მაგალითად სენსორები, რომელთა თქვენს აპში გამოყენება გსურთ.  სხვადასხვა ხელმისაწვდომი
კომპონენტი საშუალებას მისცემს თქვენს აპს გააკეთოს მრავალი განსხვავებული რამ – დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი და სასურველი კომპონენტი! 

ეს გაკვეთილი გაგაცნობთ ბევრ კომპონენტს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს აპლიკაციაში. 

ალბათ უკვე აირჩიეთ პლატფორმა, მაგრამ ჩვენ ჩამოვთვლით ყველა კომპონენტს ორივე პლატფრომისტვის, App Inventor და Thunkable.

მოძებნეთ აპისთვის დაგეგმილი ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კომპონენტები.

გოგოები ლეპტოპს უყურებენ

ᲙᲝᲛᲞᲝᲜᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲐ ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ

ქვემოთ მოცემული კომპონენტები სცილდება მომხმარებლის ინტერფეისის სტანდარტულ კომპონენტებს , რაც მომხმარებელს აპთან ინტერაქციის საშუალებას აძლევს.

სრული სია განხილული არ არის, თუმცა ის ამჟამად ხელმისაწვდომი კომპონენტების უმეტესობას მოიცავს. Thunkable-სა და App Inventor-ში მუდმივად ემატება ახალი კომპონენტები.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ამ დოკუმენტში .

თუ თქვენს აპს სჭირდება ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ფოტო, აუდიო და ვიდეო, ეს კომპონენტები ძალიან გამოსადეგი იქნება თქვენთვის.
ფუნქციის აღწერა App Inventor Thunkable
საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადაიღოს ვიდეო. შეგიძლიათ გამოიყენოთ ის სოციალური აპებისთვის, ვიდეოს გაზიარების აპებისთვის ან ნებისმიერ სხვა დროს, როცა გსურთ, რომ თქვენსმა მომხმარებელმა ჩაწეროს ვიდეო. Camcorder Camera
საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადაიღოს სურათები. ეს შეიძლება გამოსადეგი იყოს აპებისთვის, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დააყენონ პროფილის სურათები ან გადაიღონ სურათები გასაზიარებლად ან გალერეაში შესანახად. Camera Camera
საშუალებას აძლევს მომხმარებელს აირჩიოს სურათი მათი ფოტო ბიბლიოთეკიდან. ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აირჩიონ ფოტოები, რომლებიც გადაიღეს თქვენი აპის გამოყენების გარეთ. ImagePicker Files (photo library)
საშუალებას გაძლევთ ჩართოთ ვიდეო აპში, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია დააჭიროს. ვიდეო უნდა იყოს .wmv, .3gp ან .mp4 და არ იყოს 1 მბ-ზე მეტი. VideoPlayer  Video
საშუალებას გაძლევთ თარგმნოთ ტექსტი სხვა ენაზე. ის მოითხოვს, რომ თქვენს აპს ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა, რადგან ის ეყრდნობა გარე მთარგმნელობით სერვისებს. Translator Speech
საშუალებას აძლევს მომხმარებელს ჩაწეროს ხმა ან აუდიო ფაილი. SoundRecorder Sound
ეს აუდიო კომპონენტი უკრავს ხმას. საუკეთესოდ მუშაობს „გრძელ“ ბგერებზე, როგორიცაა სიმღერები, გამოსვლები ან ლექსები. Thunkable-ს აქვს მხოლოდ ერთი კომპონენტი, Sound , ნებისმიერი სიგრძის აუდიოსთვის. Player Sound
ძალიან ჰგავს Player კომპონენტს, მაგრამ საუკეთესოა მოკლე ხმებისთვის, როგორიცაა შეტყობინებების მელოდია („Dings“). Sound Sound
გარდაქმნის მომხმარებლის საუბარს ტექსტად. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა აპებისთვის, რომლებიც საჭიროებენ უკაბელო შესაძლებლობებს. SpeechRecognizer Speech
ეს კომპონენტი აკეთებს SpeechRecorder-ის საპირისპიროს; ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიყვანონ ტექსტი და აპლიკაცია ხმამაღლა წაიკითხავს მას. TextToSpeech Speech
შეგიძლიათ JSON ანიმაციის დაკვრა თქვენს აპლიკაციაში. მიუწვდომელია Animation
თუ აპი გჭირდებათ სატელეფონო ზარების განსახორციელებლად, ელფოსტის გასაგზავნად, ტექსტური შეტყობინებებისა და გარკვეული ტიპის ინფორმაციის გასაზიარებლად, ეს სოციალური კომპონენტები შეიძლება სასარგებლო გამოდგეს.
ფუნქციის აღწერა App Inventor Thunkable
აჩვენებს მომხმარებლის კონტაქტებს და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს აირჩიონ ვინმე ამ სიიდან. ContactPicker მიუწვდომელია
საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეიყვანოს ელფოსტის მისამართი მომხმარებლის საკონტაქტო სიიდან. EmailPicker მიუწვდომელია
საშუალებას აძლევს მომხმარებელს აირჩიოს ტელეფონის ნომერი ტელეფონის საკონტაქტო სიიდან. PhoneNumberPicker მიუწვდომელია
საშუალებას გაძლევთ ჩართოთ ვიდეო აპში, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია დააჭიროს. ვიდეო უნდა იყოს .wmv, .3gp ან .mp4 და არ იყოს 1 მბ-ზე მეტი. VideoPlayer  Video
საშუალებას აძლევს მომხმარებელს განახორციელოს სატელეფონო ზარი თქვენი აპიდან. PhoneCall
Share
საშუალებას აძლევს მომხმარებელს გაუგზავნოს ტექსტური შეტყობინება სხვა ადამიანს ტელეფონზე თქვენი აპლიკაციის საშუალებით. ტექსტის გაგზავნა Share
ეს აუდიო კომპონენტი უკრავს ხმას. საუკეთესოდ მუშაობს „გრძელ“ ბგერებზე, როგორიცაა სიმღერები, გამოსვლები ან ლექსები. Thunkable-ს აქვს მხოლოდ ერთი კომპონენტი, Sound , ნებისმიერი სიგრძის აუდიოსთვის. Player Sound
საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გააზიარონ შეტყობინებები, სურათები ან სხვა კონტენტი თქვენი აპიდან სხვა აპებთან მომხმარებლის ტელეფონში, როგორიცაა ელფოსტა და შეტყობინებები. გაზიარება Share
საშუალებას აძლევს კომუნიკაციას თქვენს აპსა და Twitter-ს შორის. მომხმარებლებს შეუძლიათ მოძებნონ ტვიტები, გაგზავნონ და მიიღონ შეტყობინებები, ნახონ ფოლოვერების სია და სხვა. Twitter მიუწვდომელია
Thunkable საშუალებას გაძლევთ დაამატოთ რეკლამები თქვენს აპლიკაციაში. ყველა აპი ჯერ უნდა იყოს დამტკიცებული Thunkable-ის მიერ, სანამ ისინი ჩამოიტვირთება ან გამოქვეყნდება. მიუწვდომელია რეკლამები
ეს კომპონენტები საშუალებას აძლევს თქვენს აპს, იურთიერთოს თქვენი აპის გარეთ არსებულ ობიექტებთან, როგორიცაა ვები, მოწყობილობები და სხვა აპები.
ფუნქციის აღწერა App Inventor Thunkable
საშუალებას აძლევს თქვენს აპს, გაუშვას სხვა აპები, როგორიცაა კამერა ან Google Maps, ან ტელეფონზე დაინსტალირებული მომხმარებლის მიერ შექმნილი აპები. ActivityStarter Open link (Control block)
საშუალებას გაძლევთ ჩართოთ რუკა თქვენს აპლიკაციაში. App Inventor მოიცავს კომპონენტებს, როგორიცაა მარკერები და ფორმები, რომლებიც შეიძლება დაემატოს რუკას. ეს ფუნქციები დამატებულია Thunkable-ის კოდში. Maps Maps
საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ნახონ ვებ გვერდები თქვენს აპში. WebViewer ვებ მაყურებელი
საშუალებას აძლევს თქვენს აპს გაგზავნოს და მიიღოს ინფორმაცია გარე ვებსაიტებიდან. Web Web API
საშუალებას აძლევს მომხმარებელს განახორციელოს სატელეფონო ზარი თქვენი აპიდან. PhoneCall
Share
ეს კომპონენტები საშუალებას აძლევს თქვენს აპს დაუკავშირდეს Bluetooth მოწყობილობებს. Bluetooth Client, Bluetooth Server, BlueToothLE (extension) Bluetooth Low Energy
ეს აუდიო კომპონენტი უკრავს ხმას. საუკეთესოდ მუშაობს „გრძელ“ ბგერებზე, როგორიცაა სიმღერები, გამოსვლები ან ლექსები. Thunkable-ს აქვს მხოლოდ ერთი კომპონენტი, Sound , ნებისმიერი სიგრძის აუდიოსთვის. Player Sound
გამოიყენება გარე წყაროებიდან (სენსორები, ვებ, მონაცემთა ფაილები) მონაცემების შესაგროვებლად და დიაგრამის სახით გამოსატანად. Chart, ChartData2D მიუწვდომელია
შეიძლება გამოყენებულ იქნას სერიულ მოწყობილობებთან დასაკავშირებლად, როგორიცაა Arduino. Serial მიუწვდომელია
საშუალებას აძლევს თქვენი აპის მომხმარებლებს დარეგისტრირდნენ მომხმარებლის სახელითა და პაროლით. ამისათვის თქვენ ჯერ უნდა დააყენოთ Firebase ანგარიში. მიუწვდომელია Sign-in
საშუალებას გაძლევთ ჩასვათ pdf ფაილი თქვენს აპლიკაციაში მიუწვდომელია PDF Reader
თუ თქვენს აპს სჭირდება ინფორმაციის შეგროვება მის გარშემო არსებული სამყაროს ან მომხმარებლის შესახებ, არსებობს რამდენიმე სენსორი, რომლებზედაცვ App Inventor-სა და Thunkable-ს შეუძლია წვდომა.
ფუნქციის აღწერა App Inventor Thunkable
შეუძლია განსაზღვროს, თუ ტელეფონი ვიბრირებს და უკავიათ ზემოთ ან თავდაყირა. ეს ფუნქცია ძალიან სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ეკრანი გადაამისამართოთ ტელეფონის პოზიციის შესაბამისად ან გჭირდებათ, რომ აპლიკაცია რეაგირდეს ვიბრაციაზე. AccelerometerSensor Accelerometer
იყენებს აქსელერომეტრის სენსორს იმის გასაზომად, თუ რამდენ ნაბიჯს დგამს მომხმარებელი ტელეფონის ხელში დაჭერისას, ასევე შეუძლია გავლილი მანძილის შეფასება. Pedometer მიუწვდომელია
შეუძლია შეამჩნიოს, ტელეფონი იხრება თუ არა. ის უფრო ზუსტია, ვიდრე აქსელერომეტრი და შეუძლია გაზომოს, როგორ შეიცვალა ტელეფონის ორიენტაცია. GyroscopeSensor Gyroscope
გამოიყენება მაგნიტური ნაკადის სიმკვრივის გასაზომად. ყველა ტელეფონს არ აქვს ეს შესაძლებლობა. MagneticFieldSensor Magnetometer
საშუალებას აძლევს თქვენს აპს, მიიღოს მიმდინარე დრო ან გამოიყენოს ტაიმერი. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს ალარმის (მაღვიძარას) დასაყენებლად ან ტაიმერის გამოსაყენებლად. Clock Timer
აგროვებს ინფორმაციას ტელეფონის მდებარეობის გრძედისა და განედის შესახე. ეს სენსორი შეიძლება გამოიყენოთ იყოს ნებისმიერ დროს, როდესაც გჭირდებათ მომხმარებლის მახლობლად საინტერესო ადგილების მოძიება. LocationSensor Location Sensor
გვეუბნება, არის თუ არა ტელეფონი ობიექტთან ახლოს. ხშირად გამოიყენება იმის გასაგებად, აქვს თუ არა მომხმარებელს ტელეფონი ყურთან ახლოს. ყველა ტელეფონს ეს შესაძლებლობა არ აქვს. ProximitySensor მიუწვდომელია
საშუალებას აძლევს თქვენს აპს წაიკითხოს შტრიხკოდი. BarcodeScanner Camera
ზომავს ატმოსფერული ჰაერის წნევას. Barometer მიუწვდომელია
ზომავს ჰაერის ფარდობით ტენიანობას. იშვიათია მობილური მოწყობილობების უმეტესობისთვის. Hygrometer მიუწვდომელია
ზომავს სინათლის დონეს. LightSensor მიუწვდომელია
საშუალებას აძლევს თქვენს აპს გაუზიაროს მონაცემები სხვა NFC (Near-field Communication) მოწყობილობებს. NearField მიუწვდომელია
გვაწვდის ინფორმაციას მოწყობილობის ფიზიკური ორიენტაციის შესახებ სამ განზომილებაში: როლი, სიმაღლე და აზიმუტი. OrientationSensor მიუწვდომელია
ზომავს გარემოს (გარე) ტემპერატურას. Thermometer მიუწვდომელია
თქვენს აპს შეუძლია შეინახოს მონაცემები opp-ში, მოწყობილობაზე და cloud-ზე ამ კომპონენტებით.
ფუნქციის აღწერა App Inventor Thunkable
ბლოკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ განაახლოთ და შეინახოთ ინფორმაცია აპში. აპლიკაციის დახურვისას ნებისმიერი ინფორმაცია იშლება. Variable app Variable
საშუალებას აძლევს თქვენს აპლიკაციას შეინახოს და განაახლოს ინფორმაცია ლოკალურად მობილურ მოწყობილობაზე და გამოიყენოს ის აპლიკაციის ფარგლებში. მონაცემები შეიძლება შეინახოთ და გამოიძახოთ აპლიკაციის გაშვებისას. Thunkable-ში DataViewer და DataViewerGrid მონაცემებს ლოკალურად ინახავს „Create your own Table“ (შექმენით საკუთარი ცხრილი) ვარიანტის გამოყენებით. TinyDB stored Variable DataViewer List Data Viewer Grid
საშუალებას აძლევს თქვენს აპლიკაციას შეინახოს, გამოიძახოს და განაახლოს მონაცემები ღრუბელში ისე, რომ მონაცემები გაზიარებული იყოს აპლიკაციის სხვადასხვა მომხმარებლებს შორის. Thunkable გთავაზობთ ღრუბლოვან ცვლადებს Firebase-ის გამოყენებით. DataViewer და DataViewerGrid შეიძლება დაკავშირებული იყოს Airtable, Google Sheets და Webflow პლატფორმებთან. App Inventor-ის Spreadsheet კომპონენტი დაკავშირებულია Google Sheets-თან. CloudDB FirebaseDB Spreadsheet cloud Variable – (Firebase) DataViewer List DataViewerGrid
გამოიყენეთ მანქანური სწავლების მოდელები კლასიფიკაციისთვის და გენერაციული AI ინსტრუმენტები თქვენს აპლიკაციაში.
ფუნქციის აღწერა App Inventor Thunkable
საშუალებას აძლევს კომუნიკაციას AI ჩატის ბოტთან, OpenAI-ის ChatGPT-თან. Chatbot Open AI Services (ტექსტის დასრულება)
საშუალებას გაძლევთ ჩართოთ DALL-E თქვენს აპში სურათების შესაქმნელად და რედაქტირებისთვის. Imagebot Open AI services (გამოსახულების გენერაცია)
საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი საკუთარი მანქანური სწავლის მოდელი (სურათი, ხმა, პოზა) და გამოიყენოთ იგი თქვენს აპლიკაციაში. PersonalImageClassifier PersonalAudioClassifier PoseNetExtension TeachableMachine (გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი მოითხოვს გაფართოების დამატებას) მიუწვდომელია
ჩართეთ დასახი ფუნქცია აპში და დაამატეთ sprites თამაშებისა და ანიმაციების შესაქმნელად.
ფუნქციის აღწერა App Inventor Thunkable
ამატებს ზონას ეკრანზე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ხატვა. აქ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ სპრაიტები, რომლებსაც ანიმაციები უკეთდება. Canvas Canvas
ეს კომპონენტები არის ელემენტები, რომელთა ანიმაცია და ურთიერთქმედება შესაძლებელია თამაშის ან ანიმაციის შიგნით ImageSprite
Ball
Sprite

თქვენ დაამატებთ კომპონენტებს App Inventor-ის
დიზაინერის ფანჯარაში. დააჭირეთთ კატეგორიას პალიტრაში კომპონენტების საჩვენებელი უჯრის გასახსნელეად.

app inventor კომპონენტების პალიტრა

ᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲐ: ᲘᲡᲬᲐᲕᲚᲔᲗ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲙᲝᲛᲞᲝᲜᲔᲜᲢᲘ

სავარაუდო დრო: 60 წუთი

აირჩიეთ კომპონენტი

  1. აირჩიეთ მინიმუმ ერთი კომპონენტი ან სენსორი, რომელსაც თქვენი აზრით გამოიყენებთ თქვენს აპლიკაციაში.
  2. იპოვეთ დოკუმენტაცია და/ან გზამკვლევი აპში კომპონენტის გამოსაყენებლად.
  3. შეგიძლიათ დაიწყოთ აქ:
  4. დააკოდირეთ აპლიკაცია ამ ახალი კომპონენტის გამოყენებით

საუკეთესო პრაქტიკა: თქვენ მიერ არჩეული კომპონენტი არ უნდა იყოს სრულყოფილი თქვენი აპისთვის! სანამ თქვენ სწავლობთ ახალ კომპონენტს, ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია. უბრალოდ აირჩიეთ ის, რაც ფიქრობთ, რომ შეიძლება იმუშაოს და თუ მიხვდებით, რომ არ მუშაობს, კარგია. კოდირების სამყაროში ჩვენ ამ კვლევას ვუწოდებთ „სპაიკს“, რადგან თქვენ ცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად ამოთხაროთ (როგორც ჩანს, რკინიგზის ღეროს მიწაში დარტყმა).

კითხვები მოსწავლეებისთვის: თუ ვაკეთებდით აპს Apple Watch-ისთვის, როგორი კომპონენტები შეიძლება იყოს Apple Watch-ზე? (გულისცემის მონიტორი, გიროსკოპი – ნაბიჯების თვალყურის დევნისთვის, ბლუთუზი). რამდენ მონაცემს აგროვებთ? შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მონაცემები თქვენი AI მოდელის მოსამზადებლად?

მენტორის რჩევები მოწოდებულია AmeriCorps-ის მხარდაჭერით.

სტილიზებული A, AmeriCorps-ის ლოგო საზღვაო ფლოტში

ერთ-ერთი საუკეთესო უნარი, რომელიც შეგიძლიათ გამოიმუშაოთ როგორც პროგრამისტმა, არის ის, თუ როგორ მოიძიოთ რესურსები, რომლებიც დაგეხმარებათ რაიმეს გამოსწორებაში ან ახლის სწავლაში. 

ეს აქტივობა პრაქტიკაა!

შეიძლება ეს ზუსტად არ ემთხვეოდეს აპს, რომლის დაპროგრამებაც გსურთ, მაგრამ კომპონენტებთან კოდირების პრაქტიკა დაგეხმარებათ საკუთარი აპის შექმნაში.

რეფლექსია

ეს გაკვეთილი არის რეფერენსი ყველა იმ კომპონენტისთვის, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი აპლიკაციის შესაქმნელად. გზამკვლევის ან დოკუმენტაციის პოვნა კონკრეტული კომპონენტების შესასწავლად ადვილი არ არის!

კოდირება 2 გოგო
როგორ იპოვეთ სახელმძღვანელო ან ინფორმაცია, რომელიც გჭირდებათ აქტივობისთვის?
როგორ გამოიყენებ შენს ნამუშევრებს ამ გაკვეთილიდან თქვენს აპლიკაციაში?
სად სხვაგან თქვენს ცხოვრებაში, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს "იპოვეთ საკუთარი სახელმძღვანელო" უნარი?

ძირითადი ტერმინების  მიმოხილვა

  • მომხმარებლის ინტერფეისის კომპონენტები - სტანდარტული კომპონენტები, რომელთანაც მომხმარებელი ურთიერთქმედებს, როგორიცაა ღილაკები, ეტიკეტები და ტექსტური ყუთები
  • მედია კომპონენტები - მედია კომპონენტების მაგალითებია ფოტოები, აუდიო და ვიდეო.
  • სენსორები - ტელეფონზე დამონტაჟებული სხვადასხვა ტიპის მოწყობილობა, რომელიც აგროვებს მონაცემებს სხვადასხვა მიზნებისთვის
  • სოციალური კომპონენტები - ფუნქციები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ სატელეფონო ზარები, გაგზავნონ ელ. წერილი, ტექსტური შეტყობინებები და გააზიარონ რაღაცები თქვენი აპლიკაციის საშუალებით
  • დაკავშირების კომპონენტები – ფუნქციები, რომლებიც საშუალებას აძლევს თქვენს აპს, დაუკავშირდეს ადგილებს თქვენი აპის გარეთ, როგორიცაა ვები და სხვა აპლიკაციებიup: span
  • შენახვის კომპონენტები - ბლოკები და კომპონენტები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შეინახოთ ინფორმაცია აპში, მოწყობილობასა და cloud-ზეup: span
  • AI კომპონენტები – კომპონენტები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მანქანური სწავლების მოდელები ან გენერაციული AI ინსტრუმენტები თქვენს აპლიკაციაში

ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სხვა სასარგებლო საიტები App Inventor-თვის:

 უფრო ზოგადი რესურსები: