ვიდეოების მონტაჟი

  • დაარედაქტირეთ თქვენს ვიდეოებს უკეთესი ეფექტისა და შედეგისთვის 

  • ატვირთავთ თქვენს ვიდეოებს და დაამატებთ მას თქვენს ფინალურ პროექტში

ᲞᲝᲡᲢ-პროდუქცია

თქვენი ვიდეოების დასრულების ბოლო საფეხურს ეწოდება პოსტპროდუქცია

ის მოიცავს:  

  • ეფექტების, სათაურებისა და ხმის დამატებას 
  • არასაჭირო ნაწილების ამოჭრას 
  •  სქრინშოთების დამატებას 
  • ინგლისური სუბტიტრების დამატებას (საჭიროა, თუ ვიდეოში ინგლისურად არ საუბრობთ) 
  • ვიდეოში თხრობისა და სხვა შესაძლო სპეციალური ეფექტების დამატებას.

გახსოვდეთ, თქვენ გაქვთ 3 წუთი pitch ვიდეოსთვის და 3 წუთი ტექნიკური ვიდეოსთვის. 

გაითვალისწინეთ ჟიურის რუბრიკა თქვენი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილების შესატანად.

გოგონა ამონტაჟებს ვიდეოს

შეგიძლიათ გამოიყენოთ ბევრი ტექნიკა ვიდეოების რედაქტირებისთვის.

ქვემოთ მოცემულია რჩევები უნდა გაითვალისწინოთ თივთოეული ვიდეოს მონტაჟისას.

ᲨᲗᲐᲒᲝᲜᲔᲑᲐ

ქვემოთ მოცემულია წინა Technovation Girls-ის გუნდის ვიდეო. მისი ვყურებისას, იფიქრეთ, თუ რა მოგწონთ და რას ჩაურთავდით თქვენს ვიდეოს.

ვიდეოს ყურებისას გაითვალისწინეთ ეს კითხვები: 

  • რა გამოარჩევს მათ შეხედულებას? 
  • რა ეფექტებს იყენებდნენ ისინი ინფორმაციის გადმოსაცემად? 
  • დაამატებდით რამეს მათი პროექტის უკეთ გასაგებად?

მეტი ინსპირაცია გჭირდება? დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე! –>

შენიშვნა: Technovation Girls-ის წინა წლებს შეიძლება განსხვავებული წესები ჰქონდეს, ამიტომაც იხილავთ სხვადასხვა სიგრძის ვიდეოს.

ᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲐ 1: PITCH ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ᲠᲔᲓᲐᲥᲢᲘᲠᲔᲑᲐ

სავარაუდო დრო: 60 წუთი+

თქვენი სცენარის/ტექსტის გამოყენება რედაქტირებისთვის

  1. შეაგროვეთ და დაალაგეთ დამატებითი სურათები, გრაფიკები, მუსიკა ვიდეოში დასამატებლად.
  2. გამოყავით ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსები ედითირებისთვის, რომლებსაც ვიდეოში შეიტანთ.
  3. აირჩიეთ ვიდეო მონტაჟის პროგრამა.
  4. დაარედაქტირეთ თქვენი ვიდეო.
  5. მიიღეთ უკუკავშივრი თქვენი გუნდის წევრებისა და მენტორებისგან.
  6. შეამოწმეთ, რომ ვიდეო არის 3 წუთი ან ნაკლები.
  7. გაითალისწინეთ უკუკავშირი და დახვეწეთ ვიდეო, სანამ არ დაკმაყოფილდებით საბოლოო შედეგით.

ᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲐ 2: ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ᲠᲔᲓᲐᲥᲢᲘᲠᲔᲑᲐ

სავარაუდო დრო: 60 წუთი+

თქვენი სცენარის/ტექსტის გამოყენება რედაქტირებისთვის

  1. შეაგროვეთ და დაალაგეთ დამატებითი სურათები, გრაფიკები, მუსიკა ვიდეოში დასამატებლად.
  2. გამოყავით ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსები ედითირებისთვის, რომლებსაც ვიდეოში შეიტანთ.
  3. დაარედაქტირეთ თქვენი ვიდეო.
  4. მიიღეთ უკუკავშივრი თქვენი გუნდის წევრებისა და მენტორებისგან.
  5. შეამოწმეთ, რომ ვიდეო არის 3 წუთი ან ნაკლები.
  6. გაითალისწინეთ უკუკავშირი და დახვეწეთ ვიდეო, სანამ არ დაკმაყოფილდებით საბოლოო შედეგით.

ᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲐ 3: ᲐᲢᲕᲘᲠᲗᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲔᲑᲘ

სავარაუდო დრო: 20 წუთი

ატვირთეთ დასრულებული ვიდეოები გაგზავნისთვის

  1. აირჩიეთ Youtube ან Vimeo ასატვირთად.
  2. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას pitch და ტექნიკური ვიდეოების ასატვირთად.
  3. დააყენეთ თქვენი ვიდეო, როგორც გამოუქვეყნებელი ან საჯარო , რათა მსაჯებმა შეაფასონ იგი!
  4. ატვირთეთ ვიდეო ბმულები Technovation წარდგენის პლატფორმაზე .

რეფლექსია

გილოცავთ, თქვენ დახვეწეთ თქვენი ვიდეოები, ატვირთეთ და გაგზავნეთ ისინი!

თქვენ უნდა იამაყოთ იმით, რაც შექმენით. ახლა თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ იზეიმოთ თქვენს გუნდთან ერთად! გარკვეული დრო დაუთმეთ ფიქრს შემდეგ საკითხებზე:

გოგოები, რომლებიც ხტუნავდნენ გორაზე
როგორ შეიცვალა თქვენი ვიდეოები სთორიბორდის გადაღებიდან საბოლოო ვერსიებამდე?
რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით რედაქტირებისას?

ძირითადი ტერმინების  მიმოხილვა

  • პოსტპროდუქციაჩაწერილი ვიდეოს რედაქტირება და ეფექტების, სათაურებისა და ხმის დამატება

ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲔᲑᲘ

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე სასარგებლო რესურსი ვიდეოს რედაქტირებისთვის: