მომხმარებლის ჩართვის გეგმა

ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ჯუნიორებისთვის!

  • შეიტყობთ მომხმარებელთა ჩართვის გეგმების შესახებ 

  • დაგეგმავთ და დაწერთ მომხმარებლის ჩართვის გეგმა

ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲒᲔᲒᲛᲐ

გეგმის მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, მომხმარებლები არიან! თქვენს გეგმაში უნდა აღწეროთ ორი რამ:  

  1. მომხმარებლები, რომლებმაც უკვე გამოსცადეს აპი და მათ მიერ მოწოდებული უკუკავშირი
  2. როგორ დააინტერესებთ მეტ ადამიანს გამოსცადონ თქვენი აპლიკაცია მომდევნო წლის განმავლობაში
girls using phones

ᲒᲔᲒᲛᲘᲡ ᲓᲐᲬᲔᲠᲐ

თქვენი გეგმის განხორციელებაში დაგეხმარებათ ის, რაც მესამე ნაწილში ბაზრის კვლევისა და მე-6 ნაწილში მომხმარებლებთან ურთიერთობის საკითხებში გააკეთეთ. თქვენს გეგმაში შეაჯამებთ, რა შეიტყვეთ თქვენი სამიზნე მომხმარებლების შესახებ და როგორ ურთიერთობდით მათთან. თქვენი მომხმარებლის ადაპტაციის გეგმა უნდა მოიცავდეს: 

  • მომხმარებლების ესკიზს, რიცხვებისა და დემოგრაფიის ჩათვლით
  • (არჩევითი) კონკურენტის ანალიზს 
  • ვინ უნდა შეამოწმოს თქვენი აპლიკაცია და როგორ ჩართეთ ისინი
  • როგორ შეიცვალა თქვენი იდეები სამიზნე აუდიტორიის გამოხმაურების საფუძველზე

ᲡᲐᲛᲝᲛᲐᲕᲚᲝ ᲒᲔᲒᲛᲔᲑᲘ

silhouette girl yelling in megaphone

თქვენ ასევე მოგიწევთ ახსნათ, თუ როგორ გაუწევთ რეკლამირებას პროდუქტს პოტენციურ მომხმარებლებთან მომავალ წელს.  

უნდა ახსნათ: 

  • როგორ აჩვენებთ ხალხს თქვენს აპლიკაციას
  • როგორ დააინტერესებს ხალხს გამოიყენონ იგი
  • რა მოხდება მას შემდეგ, რაც ხალხმა გამოიყენებს თქვენს აპლიკაციას

 ამისათვის დაგჭირდებათ: 

  • ნათელი მესიჯები, რომლებიც განმარტავს თქვენი აპის მიზანს
  • სიღრმისეული სტრატეგია სამიზნე მომხმარებლების მოსაზიდად
  • (არჩევითი) გეგმები იმავე პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციებთან პარტნიორობისთვის მეტი მომხმარებლის მოსაზიდად

ᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲐ: ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ჩართვის ᲒᲔᲒᲛᲐ

სავარაუდო დრო: 45 წუთი+

მიჰყევით სამუშაო ფურცელს თქვენი გეგმის შესასრულებლად

  1. უპასუხეთ სამუშაო ფურცელზე მოცემულ ყველა კითხვას.
  2. აიღეთ დასრულებული სამუშაო ფურცელი და დააკოპირეთ/ჩასვით წერილობითი პასუხები მზა დოკუმენტში მომხმარებლის ჩართვის გეგმის ასატვირთად.
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სამუშაო ფურცლის საკუთარი ასლი და დაარედაქტიროთ საჭიროებისამებრ.
სამუშაო ფურცლის ჩამოტვირთვა

რეფლექსია

მომხმარებლის ჩართვის გეგმის დაწერა დიდი მიღწევაა; ის ხომ უდავო მაგალითია თუ რატომ გამოიყენებს თქვენს აპლიკაციას ის, ვისას სჭირდება! 

Sunset and reflection over lake
მთელმა გუნდმა უნდა განიხილოს მომხმარებლის ჩართვის გეგმა.
სთხოვეთ თქვენს მენტორს ან მშობლებს, წაიკითხონ იგი.
გაითვალისწინეთ ნებისმიერი გამოხმაურება, რომელსაც მიიღებთ.
ეს ხელს უწყობს სხვადასხვა ადამიანების თვალსაზრისის გაგებას.

ძირითადი ტერმინების  მიმოხილვა

  • მომხმარებლის ჩართვის გეგმა – დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ რა გამოხმაურება მიიღეთ მომხმარებლებისგან და როგორ დააინტერესებთ მეტ ადამიანს თქვენი პროდუქტის გამოყენებაში

ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲔᲑᲘ

ქვემოთ მოცემულია მომხმარებლის ჩართვის გეგმების რამდენიმე მაგალითი Technovation-ის გასული სეზონების გუნდებისგან.