- დაამუშავებთ აპლიკაციის მაგალითებს, რომლებიც შეესაბამება თქვენი გადაწყვეტის იდეას
აქტივობები ამ გაკვეთილისთვის:
ჩაღრმავება
ახლა იმ ეტაპზე ხართ, როდესაც გსურთ დაიწყოთ თქვენი აპლიკაციის კოდირება.
ან იქნებ უკვე დაიწყეთ!
ან იქნებ არ ხართ დარწმუნებული, თუ როგორ დააკავშიროთ ის კომპონენტები, რომლებიც გჭირდებათ თქვენი აპის მუშაობისთვის.
ჩვენ შევიმუშავეთ აპლიკაციების ტიპების ან კატეგორიების სია, რომლებშიც ბევრი Technovation პროექტი იყოფა. გაკვეთილები არის მაგალითები, რომლითაც შეგიძლიათ მიჰყვეთ და ისწავლოთ. ისინი ზუსტად არ გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა შექმნათ თქვენი აპლიკაცია (ეს არ არის სახალისო!), მაგრამ იმედია მოგცემენ იდეას, თუ როგორ გამოიყენოთ კონკრეტული Thunkable თვისებები. შემდეგ თქვენზეა დამოკიდებული ამ ცოდნის გადატანა თქვენს პროექტში.
მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ სწავლა ხომ ზუსტად ესაა!

ᲡᲐᲓ ᲕᲘᲞᲝᲕᲝᲗ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ

მოძებნეთ ონლაინ
მოძებნეთ (გუგლში ან ალტერნატიული საძიებო სისტემაში) " Thunkable "და სასურველი ფუნქცია. მაგალითად, შეგიძლიათ მოძებნოთ " Thunkable ვიქტორინა" თუ გსურთ აპლიკაციის შექმნა ვიქტორინაზე.

Thunkable-ის ვებგვერდი
უამრავი დიდი რესურსი მოწოდებული Thunkable-ს მიერ. დაიწყეთ Thunkable დოკუმენტებით , მაგრამ შეამოწმეთ დანარჩენი ვებსაიტი შესანიშნავი რესურსებისთვის.

ფორუმის დახმარება
საზოგადოებრივი ფორუმი Thunkable-ის მომხმარებლებისთვის მეგობრული ადგილია კითხვის დასამელადდა ექსპერტებისგან დახმარების მისაღებად!

Youtube
Thunkable-ს აქვს საკუთარი არხი უამრავი შესანიშნავი გაკვეთილით.

ChatGPT
ChatGPT შესანიშნავად ეხმარება კოდირების კითხვებში, თუნდაც ბლოკზე დაფუძნებულ კოდირების პლატფორმებზე, როგორიცაა Thunkable . თქვენ არ მიიღებთ ვიზუალურ ბლოკებს, მაგრამ ტექსტზე დაფუძნებულძალიან კარგ პასუხებს

Technovation-ის მენტორები
იცოდით, რომ შეგიძლიათ მიიღოთ პირადი დახმარება Technovation-ის მენტორებისგან? თქვენს გუნდს შეუძლია დარეგისტრირდეს ერთსაათიან სესიაზე აპლიკაციასთან დაკავშირებული შეკითხვების დასასმელად და და დახმარების მისაღებად.
ᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲐ: შეასრულეთ დავალება
მიჰყევით იმ გაკვეთილს, რომელიც შეესაბამება თქვენს პროექტს
- აირჩიეთ ქვემოთ მოყვანილი ერთი აპი, რომელსაც აქვს თქვენი აპის ზოგიერთი მახასიათებელი.
- დაასრულეთ გაკვეთილი და გაითვალისწინეთ, რომ აპი, შეიძლება, ზუსტად თქვენს აპს არ ჰგავდეს.
- გამოიყენეთ გამოცდილება, რომ შეიტყოთ მეტი კომპონენტების შესახებ და როგორ შეიძლება მათი გამოყენება აპში.
დააწკაპუნეთ აპლიკაციაზე შესაბამისი გაკვეთილის მისაღებად.
შესვლის აპლიკაცია
ლოკაციის აპლიკაცია
ეს აპი არის რუქის კომპონენტის გამოყენების კარგი მაგალითი, რომელიც მომხმარებელს მდებარეობაზე დაფუძნებული ინფორმაციას აწვდის. ამ შემთხვევაში - მოხალისეობის შესაძლებლობები. აპი ასევე იყენებს Web Viewer-ს ვებსაიტის ინფორმაციის საჩვენებლად და გაზიარების კომპონენტს მოხალისე ორგანიზაციებთან აპიდან დასარეკად.
ნაწილი 1 – დაამატეთ რუკა, მარკერები და ძირითადი ინფორმაცია
ნაწილი 2 – დაამატეთ მეორე ეკრანი ვებსაიტის ჩვენებისთვის და სატელეფონო ზარების განსახორციელებლად
მონიტორინგის აპლიკაცია
ეს აპი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის ტელეფონზე შენახვის მაგალითია შენახული ცვლადების გამოყენებით, იმ მიზნით, რომ მომხმარებელმა თვალყური ადევნოს რაღაცას – ამ შემთხვევაში, რამდენად ეკოლოგიურად მოქმედებენ.
არჩევითი:
ნაწილი 2 - დაამატეთ რამდენიმე დღის მონიტორინგი
ნაწილი 3 (მოწინავე) – ტესტირება ტესტის ღილაკის დამატებით კულისებში ცვლადი მნიშვნელობების დასაყენებლად.
საინფორმაციო აპლიკაცია
ეს გაკვეთილი გაჩვენებთ, თუ როგორ გაუზიაროთ ინფორმაცია Google Sheets-დან აპის ყველა მომხმარებელს, ამ შემთხვევაში, Tech Superstars-ს. ამ გაკვეთილისთის მოცემულია სრული სია, ასე რომ, განაგრძეთ იმის სწავლა, თუ როგორ უნდა დაამატოთ შეყვანის ეკრანი საკუთარი ინფორმაციის აპში დასამატებლად და მისი მომხმარებლებისთვის საჩვვენებლად.
რეფლექსია
ამ გაკვეთილის აპლიკაციების მაგალითები გთავაზობთ რამდენიმე მახასიათებელს, რომელთა ჩართვა შესაძლოა გადაწყვიტეთ თქვენს მობილურ აპში. დიდი შანსია, რომ ისინი ზუსტად არ ჰგვანან თქვენს აპლიკაციას.
გაითვალისწინეთ ეს კითხვები:
