მობილური აპლიკაციების ბილდერების შესწავლა

  • შეისწავლით სხვადასხვა აპლიკაციების შემქმნელების (ბილდერების) და პროგრამირების ენების შესახებ
  • დააყენებთ აპლიკაციის ბილდერებს აპის შესაქმნელად.

ᲛᲝᲑᲘᲚᲣᲠᲘ ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲘᲡ შექმნა

Technovation პროექტისთვის, თქვენ შექმნით აპლიკაციას, რომელიც იმუშავებს მობილურ მოწყობილობაზე. ვებ აპები ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა შემოთავაზებულია იმ მონაწილეთათვის, რომლებსაც უკვე აქვთ კოდირების გამოცდილება.

აქ დავიწყებთ მობილური აპლიკაციის შექმნას ბლოკზე დაფუძნებული კოდირების გამოყენებით. თუ კოდირებას ახლა იწყებთ, მაშინ ეს ადგილი სწორედ თქვენთვისაა!

მობილური აპლიკაციის შესაქმნელად, საჭიროა App Builder-ის გამოყენება. აპლიკაციების ბილდერებს (შემქმნელებს) ასევე უწოდებენ კოდირების პლატფორმებს. 

კოდირების პლატფორმები არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება მუშაობდეს კომპიუტერზე, მაგალითად Android Studio, ან ონლაინ ვებსაიტებზე, როგორიცაა MIT App Inventor. ისინი საშუალებას გაძლევთ დაწეროთ კოდი, იქნება ეს ბლოკებით (App Inventor-ის მსგავსად) თუ ტექსტით (Android Studio-ს მსგავსად). თქვენი კოდი კომპილირდება, ანუ გარდაიქმნება მანქანის კოდად – იმ ენად, რომელსაც კომპიუტერები (და მობილური ტელეფონები) იგებენ. მანქანის კოდში გადაყვანის შემდეგ, კომპიუტერს ან ტელეფონს შეუძლია ამ კოდის გაშვება და ინსტრუქციების მიყოლა.

ᲐᲞᲔᲑᲘᲡ ბილდერები

აპლიკაციების შემქმნელებს , როგორც წესი, აქვთ გადატანითი სახის ინტერფეისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ აპლიკაციები ბლოკების გამოყენებით, კოდის აკრეფის ნაცვლად. მიუხედავად იმისა, რომ კოდი მარტივად შეიძლება მოგეჩვენოთ აპლიკაციების ბილდერებში, თქვენ მაინც მოგიწევთ კოდირების მნიშვნელოვანი კონცეფციების სწავლა.

თუ ახლა იწყებთ კოდირებას, გირჩევთ გამოიყენოთ App Inventor ან Thunkable პროგრამირების ენად. პროექტის ფარგლებში არ შემოიფარგლებით მარტო ამ ორი პლატფორმის გამოყენებით, თუმცა ეს პლატფორმები იქნება განხილული სასწავლო გეგმაში.

App Inventor ფუტკრის ლოგო
MIT App Inventor
Thunkable თახვის ლოგო
Thunkable

App Inventor-სა და Thunkable-ს შორის არჩევანის გასაკეთებლად, აუცილებელია გაეცნოთ, თუ რომელ პლატფორმას აქვს თქვენთვის სასურველი ფუნქციების უკეთესი მხარდაჭერა. გადახედეთ ცხრილს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

ფუნქცია App Inventor Thunkable
შეუძლია პროექტის გაშვება და ტესტირება როგორც iOS-ზე, ასევე Android-ზე დიახ დიახ
ღია წყარო* დიახ არა
უფასო დიახ უფასო ლიმიტებით, მაქსიმუმ 3 პროექტი, თითოეული 5 ეკრანით, ყველა საჯაროა
ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე, გარდა ინგლისურისა დიახ არა
გალერეა პროექტების მაგალითებით ტელეფონზე wifi-ით, ან ემულატორით ჩამონტაჟებული პრევიუ ბრაუზერში (უფრო ადვილია ტესტირება) ან ტელეფონით
ლაივ ტესტირება დიახ დიახ
აპის შექმნა ტელეფონზე დასაინსტალირებლად ან  App/Play Store-ში ასატვირთად მხოლოდ Android შეზღუდულია 2 ჩამოტვირთვით თვეში
მომხმარებლის ინტერფეისი ჩვეულებრივი მეტი პარამეტრი და კონტროლი
Maps მეტი პარამეტრი და კონტროლი ჩვეულებრივი
Sprites და ანიმაციები თამაშებისთვის უფრო ადვილი გამოსაყენებელი მუშაობს, მაგრამ უფრო რთულია
მონაცემთა შენახვა მობილურ მოწყობილობაზე TinyDB (ტეგი/მნიშვნელობის წყვილი) შენახული ცვლადები
მონაცემთა შენახვა და გაზიარება cloud-ზე CloudDB, Firebase, Google Sheets Airtable, Firebase, Google Sheets, Media DB (ბევრი ვარიანტი, უფრო ადვილი დასანერგი)
ხელოვნური ინტელექტი პერსონალური გამოსახულების კლასიფიკატორი, პერსონალური აუდიო კლასიფიკატორი, სახის ბადე, Posenet (სხვა მრავალი ვარიანტი) გამოსახულების ამომცნობი (წინასწარ ჩაშენებული Microsoft-ის სურათების კლასიფიკატორი)
გენერაციული AI ChatGPT, Dall-E ChatGPT, Dall-E
მონაცემთა მეცნიერება/დიაგრამები ჩამონტაჟებული სქემის კომპონენტი, რეგრესიის მოდელები გამოიყენება გარე API

* რა არის ღია წყარო?

ღია წყარო ნიშნავს, რომ აპლიკაციის შემქმნელის პლატფორმის შესაქმნელად გამოყენებული ყველა კოდი ღია და თავისუფლად ხელმისაწვდომია ინტერნეტში. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, თუ გაწუხებთ თქვენი ნამუშევრის დაკარგვა იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის შემქმნელი შეწყვეტს მხარდაჭერას ან გაკოტრდება. ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, თუ გსურთ აპლიკაციის შემქმნელის ოფლაინ რეჟიმში გამოსაყენებლად გამოსავლის პოვნა

გაითვალისწინეთ, რომ 2024 წლის ოქტომბრის შუა პერიოდიდან, Thunkable ზღუდავს თავის უფასო გეგმას მხოლოდ 3 პროექტით. თითოეული პროექტი შეზღუდულია 5 ეკრანამდე. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი აპლიკაცია შესაძლოა უფრო რთული იყოს და მოითხოვს 5-ზე მეტ ეკრანს, უნდა განიხილოთ App Inventor-ის გამოყენება აპლიკაციის კოდირებისთვის. ასევე არსებობს რისკი, რომ მომავალში დაკარგოთ წვდომა Thunkable-ის პროექტებზე, იმისდა მიხედვით, გააგრძელებს თუ არა Thunkable უფასო სერვისების შემცირებას.

ᲔᲜᲘᲡ სხვა ᲕᲐᲠᲘᲐᲜᲢᲔᲑᲘ

არსებობს სხვა მრავალი პროგრამირების ენა, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ აპლიკაციების შესაქმნელად App Inventor-სა და Thunkable-ში, რომლებიც ძირიადადბ ტექსტზეა დაფუძნებული. 

ქვემოთ მოცემულია ოთხი საუკეთესო ენა, App Inventor-ისა ან Thunkable-ის გარდა, რომლებიც Technovation-ის მონაწილეებმა გამოიყენეს გასულ სეზონში. თქვენთვის არ არის სავალდებულო ამ ენების გამოყენება, შეგიძლიათ დაიხმაროთ ნებისმიერი პროგრამირების ენა, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია. თუმცა, აუცილებლად უნდა მოგვაწოდოთ კოდის წყარო ფინალური ბრიფის გამოგზავნისას.

პროგრამირების ენა შექმენით აპლიკაციები კოდირების პლატფორმა საწყისი რესურსები
Java (ჯავა) Android Android Studio
Swift iOS XCode
Dart (Flutter SDK) Android/iOS Android Studio
Streamlt (პითონი) ვებ აპები (ნებისმიერი ბრაუზერი) Anaconda (Windows) ან ნებისმიერი ტექსტური რედაქტორი/IDE

არ იცით რომელი კოდირების პლატფორმა/ენა გამოიყენოთ? მოუსმინეთ Technovation-ის ამ კურსდამთავრებულებს, რომლებიც საუბრობენ იმაზე, თუ რომელი კოდირების პლატფორმა აირჩიეს და რატომ.

საუკეთესო პრაქტიკა: შეამოწმეთ Technovation YouTube-ის კოდირების დასაკრავი სია და უყურეთ რამდენიმე ვიდეოს თქვენს გუნდთან ერთად თითოეული ენის მუშაობის შესახებ ინფორმაციის გასააზრებლად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებლად. 

რჩევა წარსული მონაწილეებისგან: 

  • Thunkable აქვს სუფთა ინტერფეისი, თანდაყოლილი თავსებადობა iOS-თან და ფუნქციების ხელმისაწვდომობა, რომლებიც შესაძლოა არ ჰქონდეთ სხვა აპების ბილდერებს
  • App Inventor არის სანდო და ბევრ მონაწილეს აქვს გარკვეული ცოდნა ამ ინსტრუმენტთან
  • Swift და Java შეიძლება შესანიშნავი იყოს  სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი თავის გამოცდა ან სხვადასხვა ფუნქციის შესწავლა
  • სხვა პროგრამირების ენებიც შესანიშნავია.

მენტორის რჩევები მოწოდებულია AmeriCorps-ის მხარდაჭერით.

სტილიზებული A, AmeriCorps-ის ლოგო საზღვაო ფლოტში

ᲓᲐᲬᲧᲔᲑᲐ

თქვენი Technovation პროექტის მობილური აპლიკაციების კოდირებისთვის დაგჭირდებათ:

  • კომპიუტერი ან ლეპტოპი
  • ინტერნეტთან წვდომა
  • მობილური მოწყობილობა არჩევითია, მაგრამ რეკომენდებულია ტესტირებისთვის. შესაძლებელია როგორც Android, ასევე iOS მოწყობილობების გამოყენება.
დასაწყებად, გამართეთ კომპიუტერი და მობილური მოწყობილობა და მოემზადეთ აპლიკაციის კოდირებისთვის!
 

ᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲐ 1: ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲙᲝᲓᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲞᲚᲐᲢᲤᲝᲠᲛᲘᲡ ᲓᲐᲧᲔᲜᲔᲑᲐ

სავარაუდო დრო: 30 წუთი

თუ Thunkable-სა ან App Inventor-ის გარდა რამე სხვას იყენებთ გამოიყენეთ ეს დრო და დააყენეთ საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა, ზემოთ მოცემული რესურსის ბმულების და დაყენების ინსტრუქციების გამოყენებით.

Thunkable-სა და App Inventor-ის პროგრამისტებო, დააწკაპუნეთ ქვემოთ მოცემულ შესაბამის ჩანართზე და მიჰყევით ინსტრუქციებს კოდირების დასაწყებად! თავისუფლად გამოსცადეთ ორივე პლატფორმა და გაიგეთ რომელი უფრო მოგწონთ.

ნაწილი 1: რეგისტრაცია
  1. თქვენს ბრაუზერში ეწვიეთ http://ai2.appinventor.mit.edu ლინკს . დარეგისტრირდით Gmail ანგარიშით. თუ არ გაქვთ Gmail ანგარიში, შექმენით ის ახლავე.
  2. მას შემდეგ რაც შეხვალთ სისტემაში და დაინახავთ გაშლილ ეკრანს, დააწკაპუნეთ გაგრძელებაზე (Continue).
  3. დააწკაპუნეთ ცარიელი პროექტის დაწყებაზე (Start a Blank Project) ახალი პროექტის გასახსნელად.
  4. დაათვალიერეთ პლატფორმა.
ნაწილი 2: ტესტირება
აუცილებელია, შეამოწმოთ თქვენი აპი მისივე შექმნისას, რათა დარწმუნდეთ, რომ ის სწორად მუშაობს. აქ მოცემულია მრავალი ვარიანტი. 

ნაწილი 1: რეგისტრაცია

თქვენს ბრაუზერში ეწვიეთ Thunkable Signup გვერდს და დარეგისტრირდით უფასო ანგარიშზე.

ნაწილი 2: ტესტირება

შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენიThunkable-ის
აპლიკაცია პირდაპირ ბრაუზერში ვებ პრევიუს (Web Preview) გამოყენებით. რაღაც მომენტში აუცილებელია აპლიკაციის ლაივ რეჟიმში გამოცდა მობილურ მოწყობილობაზე. ამისთვის, თქვენს ტელეფონზე დაატენეთ Thunkable Live აპლიკაცია.  

ᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲐ 2: ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲐᲞᲘᲡ ᲙᲝᲓᲘᲠᲔᲑᲐ

სავარაუდო დრო: 30 წუთი

ახლა, როდესაც დააყენეთ კომპიუტერი და მობილური მოწყობილობა თქვენი აპლიკაციის ბილდერისთვის, მოდით გადავიდეთ პირდაპირ დამწყებ გაკვეთილზე!

დააწკაპუნეთ ქვემოთ მოცემულ ჩანართზე (Thunkable App Inventor) და მიჰყევით ინსტრუქციას. 

ინსტრუქციები:

გააკეთეთ აპი Talk to Me. დააწკაპუნეთ აქ , რომ მიჰყვეთ წერილობით გაკვეთილს App Inventor-ის პლატფორმაზე.

თუ ვიდეოს ყურება გირჩევნიათ, მიჰყევით ამ გაკვეთილს:

ინსტრუქციები:

შექმენით Talk to Me აპი დეივ ვოლბერის ვიდეო გაკვეთილის შემდეგ.

მეტი გინდათ?

თუ დრო გაქვთ, უყურეთ სხვა გაკვეთილებს თქვენს მიერ არჩეულ კოდირების პლატფორმაზე:

ძირითადი ტერმინების  მიმოხილვა

  • აპლიკაციის ბილდერი (შემქმნელი) – პროგრამა, რომელსაც, როგორც წესი, აქვს გადატანითი ინტერფეისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ აპლიკაციები კოდის აკრეფის გარეშე
  • პროგრამირების ენა - კომპიუტერთან, ან მობილურ ტელეფონთან საუბრის საშუალება
  • კოდირების პლატფორმა – პროგრამა ან ვებგვერდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაწეროთ პროგრამები ან აპლიკაციები
  • კომპილაცია - კომპიუტერის კოდის გადაქცევა მანქანურ კოდად, რომელიც გასაგები იქნება კომპიუტერისთვის

რეფლექსია

გილოცავთ თქვენი პირველი აპლიკაციის შექმნას! გადახედეთ ქვემოთ მოცემულ რამოდენიმე რეფლექსიის კითხვას და განიხილეთ ისინი მენტორთან და თანაგუნდელებთან ერთად.

მზის ჩასვლა და ანარეკლი ტბაზე
რა სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ ან გაკვეთილიდან, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებთ აპის შესაქმნელად? რატომ ფიქრობ ასე?
როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდება ბლოკის ენა იმ ენისგან, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებთ?