საოპერაციო ხარჯები

  • გამოთვლით რა თანხა დაჯდება თქვენი ბიზნესის მართვა 
  • გამოთვლით რა ოდენობის მოგებას მიიღებთ 5 წლის განმავლობაში

ᲓᲐᲬᲧᲔᲑᲐ

როდესაც პირველად იწყებთ თქვენს ბიზნესს, შეიძლება იფიქროთ – ჩვენ გვჭირდება გარკვეული თანხა დასაწყებად!

შეიძლება დაგჭირდეთ კომპიუტერების ყიდვა, ადამიანების ან საოფისე ფართის დაქირავება. ეს ყველაფერი ფული ღირს და თქვენ ჯერ არ აკეთებთ ფულს თქვენი ბიზნესიდან. მაშ, როგორ იღებთ ამ ფულს?

სასტარტო კაპიტალი არის თანხა, რომელიც საჭიროა ბიზნესის დასაწყებად.

კალკულატორი და ნომრები ფურცელზე
ქალები საქმიან გარიგებაზე ხელს ართმევენ

შესაძლოა დაგჭირდეთ რამდენიმე ინვესტორის დახმარება.

ინვესტორები -დამიანები, რომლებიც გასცემენ ფულს თქვენი ბიზნესის დასახმარებლად, ელიან, რომ

  • დაიბრუნებენ უფრო მეტ ფულს
  • ან სანაცვლოდ სხვა რამეს მიიღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ არ გჭირდებათ სასტარტო კაპიტალის ქონა, მაინც შეგიძლიათ შეიტანოთ იგი თქვენს ფინანსურ გეგმაში. 

შეამოწმეთ ინფორმაცია სასტარტო კაპიტალის შესახებ დამატებითი რესურსების განყოფილებაში.

ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔ ᲑᲘᲖᲜᲔᲡ ᲮᲐᲠᲯᲔᲑᲘ

იფიქრეთ იმაზე, თუ რა თანხა დაჯდება თქვენი ბიზნესის მართვა. ხარჯებს, რომლებსაც იხდით თქვენი ბიზნესის შესანარჩუნებლად, ეწოდება საოპერაციო ხარჯები . აქ მოცემულია საოპერაციო ხარჯების რამდენიმე მაგალითი:

  • საოფისე ფართები, კომპიუტერები, ინტერნეტი
  • თანამშრომელთა ხელფასები
  • აპლიკაციის ან ონლაინ მაღაზიის საფასური
  • მარკეტინგი და რეკლამა

ᲮᲐᲠᲯᲔᲑᲘᲡ ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲔᲑᲘ

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე კატეგორია, რომლებშიც ოპერაციული ხარჯების უმეტესობა მოხვდება.

შეიძლება დაგჭირდეთ კვლევის ჩატარება იმის გასარკვევად, თუ რა ღირს სხვადასხვა ნივთი!

დააწკაპუნეთ თითოეულ კატეგორიაზე მეტის გასაგებად.

მაგიდასთან მომუშავე გოგონაეს მოიცავს ისეთ ნივთებს, როგორიცაა კომპიუტერები, მერხები და სკამები.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: 

  • რა ნივთები გვჭირდება პერსონალის მუშაობისთვის?
  • დასჭირდებათ თუ არა მათ კომპიუტერული ტექნიკა?

კომპიუტერული პროგრამული გრაფიკაპროგრამები, რომლებიც გეხმარებათ პროდუქტის დიზაინში, მონაცემების მართვაში ან სხვა რამის გაკეთებაში, რაც თქვენს გუნდს დამოუკიდებლად არ შეუძლია.

ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • უნდა გადავიხადოთ თუ არა სხვადასხვა მონაცემთა ბაზების ან სხვა სერვისების გამოყენებაში ჩვენი აპლიკაციის გასაშვებად?

play store და app store ლოგოებიეს მოიცავს თქვენი აპის Google Play-ში ან Apple App Store-ში განთავსებას.

ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • რა ღირს ჩვენი აპის Google Play ან Apple App Store-ში განთავსება?
  • რა მოხდება თუ აპლიკაციას ონლაინ მაღაზიის საშუალებით გავყიდით?

ქალი თითის თითით ათვალიერებს ჟურნალსრეკლამა გაზეთებში, ფლაერების ბეჭდვა, სოციალური მედიის გამოყენება და ა.შ.

ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • რა მარკეტინგული სტრატეგია ავირჩიეთ?
  • რა დაჯდება?

კომპიუტერულ სადგურზე მომუშავე ქალითქვენ შეიძლება დაიქირაოთ ხალხი, რომლებიც დაგეხმარებიან აპლიკაციის შექმნასა და სამიზნე აუდიტორიის მოზიდვაში. 

ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • ვის დავიქირავებთ?
  • რამდენს გადავუხდით?

ქვითარი და ფულიმოიცავს ქირას, ელექტროენერგიას, ინტერნეტის ხარჯებს და ტელეფონებს.

ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • გვჭირდება ოფისი?

  • რა ღირს ქირაობა?

  • რა ღირს ინტერნეტი ჩვენს რეგიონში?

ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ

თითოეული კომპონენტისთვის, თქვენ უნდა გამოთვალოთ ხარჯები. ქვემოთ მოყვანილია მაგალითი ბიზნესის თანამშრომლების ანაზღაურების ღირებულების გამოსათვლელად.

სამომავლო გეგმები

თქვენი საოპერაციო ხარჯები, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში გაიზრდება. გადახედეთ თქვენს შემოსავლის მოდელს მე-6 ნაწილიდამ და მოძებნეთ, რამ შეიძლება ასევე გაზარდოს თქვენი საოპერაციო ხარჯები. 

მაგალითად, თუ თქვენ გადაწყვიტეთ მეტი ფუნქციის შექმნა, შესაძლოა დაგჭირდეთ უფრო მეტი ადამიანის დაქირავება მათ შესაქმნელად. 

ასევე, თუ გადაწყვეტთ თქვენს პროდუქტს მეტ რეკლამირებას გაუწევთ, მეტი ფულის დახარჯვა მოგიწევთ მარკეტინგზე.

დიაგრამა, რომელიც აჩვენებს ნივთების ზრდას

მეორე მხრივ, გსურთ ხარჯების შემცირება.

მაგალითად, შეგიძლიათ სახლიდან იმუშაოთ, ან იპოვოთ თავისუფალი საოფისე ფართი. მოძებნეთ ფულის დაზოგვის გზები, განსაკუთრებით ბიზნესის დაწყებისას.

მოგების გამოთვლა

საოპერაციო ხარჯების გამოთვლის შემდეგ, შეგიძლიათ გამოთვალოთ მოგების პროგნოზი, ან თქვენი ბიზნესის მოგების შეფასება 5 წლის განმავლობაში.

ის მარტივი განტოლებაა!

მოგება = შემოსავალი – საოპერაციო ხარჯები

და არაკომერციული ორგანიზაციები? 

არაკომერციულ ორგანიზაციებს მაინც შეუძლიათ ჰქონდეთ შემოსავალი, მაგრამ არ შეუძლიათ დარჩენილი ფულის შენახვა.

როგორც წესი, ისინი გამოიყენებენ ამ ფულს:

  • ბიზნესის გასაუმჯობესებლად
    • მაგ. გადაუხადონ საკუთარ მუშაკებს მეტი
  • ან მეტი სოციალური სიკეთის გასაკეთებლად
    • მაგ. მიაწოდონ მეტი მომსახურება საზოგადოებას

თუ თქვენს ბიზნესს აქვს ბევრი ფულის გამომუშავების პოტენციალი, მაგრამ მაინც გსურთ გქონდეთ სოციალური მისია, ამის ნაცვლად სცადეთ თქვენი ბიზნესი სოციალური საწარმოდ აქციოთ.

საზოგადოების ჯგუფი

ᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲐ: ᲡᲐᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲝ ᲮᲐᲠᲯᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲗᲕᲚᲐ

სავარაუდო დრო: 30 წუთი

გააგრძელეთ ბიზნესის ფინანსების სამუშაო ფურცელზე მუშაობა მე-6 ნაწილიდან

  1. გადახედეთ შემოსავლის მოდელს მე-6 ნაწილიდან, რომელიც დაგეხმაროთ ყოველწლიურად თქვენი ხარჯების დადგენაში.
  2. შეავსეთ საოპერაციო ხარჯების განყოფილება.
  3. გამოთვალეთ მოგება: მოგება = შემოსავალი – საოპერაციო ხარჯები
გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ სამუშაო ფურცლის ასლი და საჭიროებისამებრ შეცვალოთ.
სამუშაო ფურცლის გახსნა

შენიშვნა : არაფერია, თუ გაქვთ უარყოფითი მოგება პირველი 2-3 წლის განმავლობაში.

დროთა განმავლობაში ბუნებრივია მოგინდებათ, რომ თქვენი მოგება გაიზარდოს. თუ მე-3 წლისთვის კვლავ უარყოფითი მოგება გექნებათ, უნდა გადახედოთ შემოსავლის მოდელს და/ან საოპერაციო ხარჯებს.

შესაძლოა, თქვენ არ გყავთ საკმარისი ხალხი პროდუქტის სწრაფად გამოსაყენებლად, ან შესაძლოა თქვენი საოპერაციო ხარჯები ძალიან მაღალია.

რეფლექსია

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე კითხვა, რომელთა საშუალებითაც განაგრძეთ ფიქრი ბიზნესის ფინანსების შესახებ:

რა თანხაა საჭირო თქვენი ბიზნესის დასაწყებად და შემოსავლის მისაღებად?
რატომ აირჩიეთ კონკრეტული შემოსავლის მოდელი?
როგორ ელით თქვენი ბიზნესის ზრდას?

ძირითადი ტერმინების  მიმოხილვა

  • საოპერაციო ღირებულება - ფული, რომელიც უნდა დახარჯოთ თქვენი ბიზნესის დასაწყებად.
  • მოგების პროექცია - ვარაუდი, თუ რამდენ მოგებას მიიღებს ბიზნესი რამდენიმე წლის განმავლობაში
  • ინვესტორები - ადამიანები, რომლებიც გაძლევენ ფულს ბიზნესის დასაწყებად და სანაცვლოდ იღებენ თქვენს მიერ მიღებული მოგების გარკვეულ ნაწილს
  • სასტარტო კაპიტალი – საწყისი თანხა, რომელიც გეხმარებათ ბიზნესის წამოწყებაში, როგორც წესი, სხვადასხვა ტიპის ინვესტორების მეშვეობით.
  •  

ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲔᲑᲘ

სასტარტო კაპიტალი

ბევრი ბიზნესი სასტარტო კაპიტალს სესხის სახით იღებს. 

როგორც კი დაიწყებთ ბიზნესს, ინვესტორები ელიან, რომ ან დაუბრუნებთ ფულს, ან სანაცვლოდ სხვა რამეს მიიღებენ.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე განსხვავებული გზა, რომელტა საშუალებითაც ხალხი შეიძლება დაინტერესდეს თქვენს ბიზნესში ფულის ჩადებით. გადაიტანეთ მაუსი თითოეულ ბარათზე მეტის გასაგებად.

ჯგუფური დაფინასნება

ჯგუფური დაფინასნება

ადამიანთა დიდი ჯგუფიდან თითოეული იძლევა მცირე რაოდენობით ფულს, რაც მთლიანობაში უფრო დიდ თანხას შეადგენს. ეს საშუალებას აძლევს ჩვეულებრივ ადამიანებს პირდაპირ ინვესტიცია განახორციელონ თქვენს ბიზნესში. ეს ადამიანები ჩვეულებრივ რაღაცას იღებენ სანაცვლოდ, მაგალითად, თქვენი აპის 10 უფასო ჩამოტვირთვას.

მაგალითები: Indiegogo , Kickstarter , Kiva , Go Fund Me

ინვესტორები

ინვესტორები

მდიდარი პირები, რომლებიც საკუთარ ფულს ბიზნესში დებენ, მაგრამ სანაცვლოდ ელიან კაპიტალს. კაპიტალი ჰგავს ნაწილობრივ საკუთრებას, იმის მიხედვით, თუ რამდენ ფულს ჩადებენ ისინი კომპანიაში.

მაგალითები: პიტერ კაული , ჯეფ ბეზოსი , პოლ ბუხეიტი

ვენჩურული კაპიტალი

ვენჩურული კაპიტალი

პროფესიონალი ინვესტორების ჯგუფი (ასევე ცნობილია როგორც ფირმა), რომლებსაც ესმით საინვესტიციო შესაძლებლობები და რისკები დამწყებ ბიზნესში. ისინი კარგად იკვლევენ თუ გახდებიან წარმატებულნი ის სტარტაპები, რომლებშიც ინვესტიციას.

მაგალითები: 3i , Khosla Ventures , SV Angel