შემოსავლის გაანგარიშება

  • შეიტყობთ თქვენი აპისთვის ფულის გამომუშავების სხვადასხვა გზების შესახებ
  • გამოთვლით რა რაოდენობის შემოსავალს გამოიმუშავებს თქვენი ბიზნესი 5 წლის განმავლობაში

აქტივობები ამ გაკვეთილისთვის:

ᲨᲔᲛᲝᲡᲐᲕᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲓᲔᲚᲘ

ამ დროისთვის, თქვენ გაქვთ საკმაოდ კარგი წარმოდგენა თქვენი ბიზნეს მოდელისა და პროდუქტის მარკეტინგის შესახებ. 

ახლა დროა გაარკვიოთ, თუ როგორ გამოიმუშავებს თქვენი ბიზნესი ფულს. 

არაკომერციულ და სოციალურ საწარმოებს მაინც სჭირდებათ ფულის შოვნა ყველა შესაძლო ხარჯის გადასახდელად.

ფული

ᲛᲝᲒᲔᲑᲐ

[შემოსავლები] - [საოპერაციო ხარჯები] = [მოგება]

[შემოსავლები] – რა რაოდენობის ფულს შოულობს ბიზნესი

[საოპერაციო ხარჯები] – რა ღირს ბიზნესის მართვა

[მოგება] – ყველა ხარჯის დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა

ᲨᲔᲛᲝᲡᲐᲕᲚᲘᲡ ᲛᲝᲓᲔᲚᲘᲡ ᲐᲠᲩᲔᲕᲐ

მობილური აპლიკაციებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოგონებებისთვის , შემოსავლის მიღების სამი ძირითადი გზა არსებობს, რომლებიც მოცემულია ქვემოთ. გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ სამივე ხერხს კომბინაცია, როგორიცაა აპს-შიდა რეკლამები და ფასიანი ფუნქციები.

შეგიძლიათ დააწესოთ ერთჯერადი გადასახადი უნიკალური სერვისის მომწოდებელი აპლიკაციის ჩამოსატვირთად. 
Google Nest-ის ყიდვა ღირს 24,99 აშშ დოლარი
Minecraft-ის ჩამოტვირთვა 11,99 აშშ დოლარი ღირს.
Mini Metro თამაშის ჩამოტვირთვა 1,89 აშშ დოლარი ღირს.
ყიდით საქონელს, მომსახურებას ან სპეციალურ ფუნქციებს აპის ფარგლებში. აპი შეიძლება იყოს უფასო, მაგრამ მომხმარებელს შეუძლია განბლოკოს ფუნქციები ან შეიძინოს ნივთები მათში ფულის გადახდით.  
Pokemon Go-ში თქვენ იხდით რეალურ ფულს "Pokecoins"-ის შესაძენად, რომელიც გეხმარებათ თამაშში არსებული ნივთების ყიდვაში.
Spotify რეკლამებით უფასოა, ყიდვისას შეგიძლიათ გადაიხადოთ ყოველთვიური გადასახადი რეკლამის გარეშე მოსასმენად.
Spotify რეკლამებით უფასოა, მაგრამ შეგიძლიათ გადაიხადოთ ყოველთვიური გადასახადი რეკლამის მოსაშორებლად.
Metaquest VT მოწყობილობით, თქვენ ყიდულობთ თამაშებს და გამოცდილებას მის გამოსაყენებლად.

შეგიძლიათ თქვენს აპლიკაციაში ჩართოთ ბანერები ან რეკლამები. ფულს მიიღებთ ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე რეკლამაზე დააწკაპუნებს.

ფეისბუქი ათავსებს რეკლამებს თქვენს ახალი ამბების ველსა და მთელ აპლიკაციაში.
Candy Crush Splash ეკრანი
Candy Crush არის თამაში, რომელიც ათავსებს რეკლამებს ეკრანის ბოლოში
Youtube ლოგო
Youtube უშვებს რეკლამებს ვიდეოებს შორის.

ᲨᲔᲛᲝᲡᲐᲕᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲔᲑᲐ

მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ შემოსავლის მოდელს, შეგიძლიათ გამოთვალოთ პოტენციური შემოსავალი თქვენი ბიზნესისთვის. ქვემოთ ჩამოთვლილია შემოსავლის გაანგარიშები პროცესის ნაბიჯები:

  1. გამოთვალეთ თქვენი ბაზრის ზომა , ან რამდენ ადამიანს შეუძლია თქვენი აპლიკაციის ჩამოტვირთვა.
  2. გამოთვალეთ თქვენი ბაზრის შესაძლებლობა , ან იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაგანაც ელით აპლიკაციის ჩამოტვირთვას.

მოდით განვიხილოთ მაგალითი შემოსავლის გამოთვლის პროცესის უკეთ გასაგებად. დააწკაპუნეთ ისრებზე პროცესის წლიდან წლამდე გადასატანად.

HSBC ლოგო
ეს მაგალითი HSBC-ის ჩვენი მეგობრების თავაზიანობით

ᲘᲧᲐᲕᲘ ᲠᲔᲐᲚᲘᲡᲢᲣᲠᲘ

შეიძლება მოგინდეთ თქვენი შემოსავლის გადაჭარბებულად შეფასება, მაგრამ ეს არ არის კარგი გზა, რომ ადამიანებმა თქვენი პროდუქტის მიმართ ნდობა გამოიჩინონ. რეალური, კარგად ახსნილი და კარგად შესწავლილი ციფრები დაგეხმარებათ დაამტკიცოთ, თუ რატომ იქნება თქვენი პროდუქტი წარმატებული.

ᲐᲠᲐᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚი ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑი?

თუ არაკომერციული ორგანიზაცია ხართ, შესაძლოა არ აპირებთ არაფრის გაყიდვას. თუმცა, მაინც დაგჭირდებათ ფული თქვენი პროდუქტის განვითარებისა და შესანარჩუნებლად. ქვემოთ მოცემულია გზები, რომლებითაც შეგიძლიათ ფული იშოვოთ თქვენი ბიზნესისთვის.

ᲨᲔᲛᲝᲡᲐᲕᲐᲚᲘ

თქვენ კვლავ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ფული სხვადასხვა შემოსავლის მოდელების გამოყენებით, რომლებიც ადრე იყო განხილული. განსხვავება ის არის, რომ არაკომერციული ორგანიზაციები არ ინახავენ მოგებას ისე, როგორც სოციალური საწარმოები ან კომერციული კომპანიები.

ᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘ

ორგანიზაციები ან მთავრობები ზოგჯერ გასცემენ გრანტებს სოციალური სიკეთის პროექტების მხარდასაჭერად. 

გრანტი არის თანხა, რომელიც გაიცემა და არ საჭიროებს დაბრუნებას.

ᲨᲔᲛᲝᲬᲘᲠᲣᲚᲝᲑᲔᲑᲘ

შემოწირულობა გრანტის მსგავსია, მაგრამ ჩვეულებრივ გაიცემა ინდივიდუალურად . შემოწირულობები გაიცემა უსასყიდლოდ.

ᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲐ: ᲨᲔᲛᲝᲡᲐᲕᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲗᲕᲚᲐ

სავარაუდო დრო: 45 წუთი

გამოთვალეთ თქვენი ბიზნესის შემოსავალი 1-5 წლის განმავლობაში

  1. აირჩიეთ შემოსავლის მოდელი (ან კომბინაცია).
  2. დაგეგმეთ წინასწარ! როგორ მოიზიდავთ მეტ მომხმარებელს თქვენი აპისთვის ყოველწლიურად?
  3. შეავსეთ სამუშაო ფურცლის შემოსავლების განყოფილება, HSBC ზემოთ მოყვანილი მაგალითის მიხედვით. თქვენ მოგიწევთ გარკვეული კვლევების ჩატარება და შესაძლოა თქვენი სამიზნე აუდიტორიის გამოკითხვა სიტუაციის უკეთ შესაფასებლად.
  4. არ დაასრულოთ საწყისი კაპიტალი და საოპერაციო ხარჯები სამუშაო ფურცელზე. ამას გააკეთებთ შემდეგ ერთეულში.
გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ სამუშაო ფურცლის ასლი და საჭიროებისამებრ შეცვალოთ.
სამუშაო ფურცლის გახსნა

რეფლექსია

თქვენი შემოსავლის მოდელი იქნება თქვენი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი და მხარს დაუჭერს თქვენს გადაწყვეტილებას.

თუ სერიოზულად აპირებთ მდგრადი პროდუქტისა და ბიზნესის შექმნას, უნდა გამოიკვლიოთ და დაგეგმოთ , როგორ მოიზიდოთ ხალხი და  ჩამოტვირთვინოთ თქვენი აპლიკაცია.

დარწმუნდით, რომ ეს ყველაფერი წერილობითი ფორმით შეინახეთ. ამგვარი ინფორმაცია ბიზნეს გეგმის დაწერისა და pitch ვიდეოს გადაღებისას დაგჭირდებათ.

კედლის ფრესკა ამბობს: "მჯერა"

ძირითადი ტერმინების  მიმოხილვა

  • შემოსავალი - მთლიანი თანხა, რომელსაც თქვენი ბიზნესი შოულობს
  • საოპერაციო ხარჯები - თქვენი ბიზნესის მართვის ღირებულება
  • მოგება - განსხვავება ბიზნესში მიღებულ და დახარჯულ თანხას შორის
  • შემოსავლის მოდელი – ფულის გამომუშავების გეგმა
  • ბაზრის ზომა – ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თქვენს აპლიკაციას გამოიყენებენ
  • ბაზრის შესაძლებლობა – შეფასება, თუ რამდენი ადამიანი გამოიყენებს თქვენს აპს ან ხელოვნური ინტელექტის გამოგონებას
  • გრანტი – თანხა, რომელიც გადაეცემა კომპანიებს ან ორგანიზაციებს მთავრობებიდან ან სხვა ორგანიზაციებიდან საჯარო სერვისებისა და სოციალური პროექტების მხარდასაჭერად
  • შემოწირულობა - ფული, რომელიც გადაეცემა ორგანიზაციებს, როგორც წესი, ცალკეული პირების მიერ, მათი მუშაობის მხარდასაჭერად

ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲔᲑᲘ

ამ ვიდეოში მოცემულია მეტი ინფორმაცია აპების ბიზნესისგან  შემოსავლის მიღების სხვადასხვა მოდელის შესახებ.