Market 1: Building a Brand

Learning Objectives:

ამ მოდულში თქვენ შეისწავლით…..

  • თქვენი ბრენდის, ხმის,ფასეულობების და ხედვის იდენტიფიცირებას
  • ბრენდის ბიზნესში ინტეგრირებას

რა არის ბრენდი?

ამერიკის მარკეტინგის ასოციაცია ,მარკეტინგს მიიჩნევს როგორც” აქტივობას,ინსტიტუტების წყობას,შექმნის,კომუნიკაციის და მიწოდების პროცესს,და გაცვლის შეთვაზებას რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლისთის,კლიენტისთის,პარტნიორებისთვის და საზოგადოებისათვის”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,ეს არის შესრულებული საქმე ,რომელიც ხალხს აჩვენებს, რომ შენი ბიზნესი  და პროდუქტი (ამ შემთხვევაში აპლიკაცია) არის სასარგებლო  და  მიმზიდველი.მ ა რ კ ე ტ ი ნ გ ი  არის კომუნიკაციის ერთ-ერთი სახე როდესაც ხალსხს (მომხმარებელს,ინვესტორს და სხვა ბიზნესის წარმომადეგენლებს )უყვები  შენი კომპანიის შესახებ,რა დანიშნულება აქვს მას,რას ყიდის ის,რას უნდა მოელოდნენ შენთან ურთიერთობისას.მარკეტინგს აგრეთვე გააჩნია სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები როგორიცაა,Four P’s:product, price, promotion, and place ( პროდუქტი,ფასი,ფრომოუშენი და ადგილი).

“ადამიანს აქვს სული.პროდუქტს გააჩნია,- ბრენდი.”

Jennifer Kinon, Designer and Cofounder of OCD

შენი ბრენდი ის არის, რასაც ხალხი ფიქრობს შენზე.თქვენი აპლიკაცია ადამიანი რომ ყოფილიყო,მისი ბრენდი იქნებოდა მისი პერსონალურობა.ეს ყველაფერი კი იმ ხალხის ნაფიქრია ,რომელმაც იცის შენი ბრენდის სახელიც და პროდუქტსაც იცნობს:ფაქტიურსაც (იასამნისფერ და ნარინჯისფერ ყუთშია ნაჩვენები) და ემოციურსაც(რომანტიული).შენი ბრენდის სახელი ობიექტურად არსებობს, რადგან ადამიანს შეუძლია ნახოს იგი.ის არ იცვლება.მაგრამ ბრენდი არსებობს მხოლოდ ადამიანის მეხსიერებაში.  ეს “ის” არის ვისაც  /რასაც შენი პროდუქტი/კომპანია წარმოადგენს

image02

Thought Exercise

იფიქრე შენთვის უკვე კარგად ცნობილ ბრენდებზე.გაიხსენეთ მათი ლოგოები.რას ყიდიან ისინი?რა არის მათი სლოგანი ან დევიზი?რა შეგრძნება გეუფლება როცა მათ ბიზნესზე ფიქრობთ?

თქვენ მათ ასე კარგად ,იმიტომ ოცნობთ რომ ,მათი ბრენდი არის საკმაოდ მკაფიო და ძლიერი და უამრავი ბრენდისგან გამორჩეული.როდესაც ვინმეს მაისურზე,ქუდზე ან ფეხსაცმელზე სულეოს ლოგოს ხედავთ,რას გაიფიქრებთ ხოლმე?სულეოს ლოგო არის , მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი, -NIKE-სთვის  განკუთვნილი ცნობილი სიმბოლო .ის წარმოადგენს სიჩქარეს ,მოძრაობასა და საუკეთესო ათლეტიზმს.წარმატებული და ცნობილი  სპორტსსმენების მიერ მათი სიმბოლოების მქონე პროდუქციის ტარებით, ნაიკი სხვა მომხმარებელს მსგავსი წარმატების მოსაღწევად დახმარებას სთავაზობს.და მათი ცნობილი სლოგანი“Just do it” სწორედ ამ იდეას აძლიერებს.

image03

უყურეთ ამ ბრენდინგის ვიდეოს. ნახე რამდენი მათგანი გეცნო!?

ბრენდინგი ბევრ რამეს აკეთებს:

  • პროდუქტს ცნობადს  ხდის,ვიზუალური თვალსაზრისით(ლოგო,ფერი)
  • პროდუქციას სძენს პერსონალურობას და ცნობადობას
  • მომხმარებელთან აყალიბებს  ურთიერთობებს და მათ მეხსიერებასი რჩება

ბრენდის იდენტურობის კვლევა

Practice understanding how to identify a brand by using the advertisement Steve Jobs used to successfully rebrand Apple Computer.

თავის გამოსვლაში   მას უნდოდა  პასუხი გაეცა მისი მომხმარებლის მიერ დასმულ მრავალ კითხვაზე,მაგ: ვინ არის ეფლი? რა გზას ვადგავართ და საით მივექანებით? მან შეძლო, რომ ეფლის ძირითადი ფასეულებები ნათლად გადმოეცა, და ამისათვის პროდუქციის ჩვენება არც კი დასჭირდა. თავისი “Think Different”(იაზროვნე განსხვავებულად) კამპანით  მან შეძლო და მომხმარებელს უთხრა ,რომ თუკი სურდათ იაზროვონონ განსხვავებულად და შეცვალონ მსოფლიო ,უნდა იმუშაონ  ეფლის კომპიუტერთან.შემდეგი ფრაზა”შენ ის ხარ ,რასაც იყენებ” მომხმარებლის აზროვნებას გულისსიღრმემდე სწვდება.ეს იყო მარკეტინგის კამპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული  კამპანია..

ბრენდის იდენტიფიცირება

საკუთარი ბრენდის შესაქმნელად ჯერ შენს მიერ გაკეთებული სამომხმარებლო კვლევის გადახედვა მოგიწევს (რომელიცBusiness 2 -ში გააკეთე). აუცილებელია სამიზნე აუდიტორიას  ძალიან კარგაად იცნობდე. ეს ის ხალხია ვისაც გინდა ,  რომ შენი პროდუქტი მიჰყიდო,— შენი მომხმარებელი. ეს ყველაფერი ბრენდის შექმნის დროს ფოკუსირებაში დაგეხმრება ,რომ შექმნა ზუსტად ის რაც მათ შეეფერებათ და  ძულებულები გახდებიან შეიძინონ შენი  პროდუქტი.  ეცადე ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს უპასუხო და  დაიწყო შენი ბრენდის შეგრძნება (brand.)..

  1. მომხმარებელთა უპირატესობები: მმხმარებლისთვის ღა პრობლემის გადაჭრას ცდილობ? მოიაზრე თუ რატომ იყიდის ვინმე ამ პროდუქციას.
  2. სამიზნე მომხმარებლები:ვინ არიან ისისნი?ეცადე მაქსიმარურად კონკრეტული იყო, მომხმარებელი გაყო ორ ნაწილად.~
    • დემოგრაფია  არის მოცემული მოსახლეობის მახასიათებელი. ეს მონაცემები გეტყვის თუ ვინ იყიდის პროდუქტს.
      • მაგალითდ: ასაკი,სქესი,ადგილ-მდებარეობა,რასა,ეთნიკურობა,ენა,რელიგია,შემოსავალი და ა.შ.
    •  ფსიქოგრაფია   არის პიროვნების, ღირებულებების, მოსაზრებების, დამოკიდებულებების, ინტერესებისა და ცხოვრების წესის შესწავლა.ეს ყველაფერი  კი გეტყვის იმას თუ რატომ შეისყიდიან ისინი შენს პროდუქტს.
    •     მაგალითად: ჯანსაღი ცნობიერების, დაკავებული, ორგანიზებული, ოჯახისთვის ორიენტირებული, ეკოლოგიურად ცნობიერი, სოციალური, მარტოხელა(შინაბერა) ნერვული და  ა.შ.
  3. ბრენდის პერსონალურობა: შენი ბრენდი ადამიანი რომ ყოფილიყო,ვინ იქნებდა? ეცადე შენი კომპანია ვინმე ცნობილ და წარატებულ ადამიანს შეადარო..სულელურად ჟღერს ,მაგრამ სწორედ ეს განსაზღვრავს თქვენს ბიზნესს.
  4.  მაგალითად :   Nike  გაიგივებულია წარმატებულ სპორტსმენთან, შენც შეგიძლია იმ ადამიანების პიროვნებაზე იფიქრო,როგორებიც  არიან Usain Bolt or Simone Biles.

ბრენდინგის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოტ ქვემოთ მოცემულ რესურსი:

აქტივბა:  ვართ  და არ ვართ  (WE ARE WE ARE NOT)

კარგი იქნება ამ აქტივბაში მენტორი  ან პედაგოგი თუ გადეხმარებათ.

The We Are & We Are Not   – აქტივობა  დაგეხმარებათ გამოავლინოთ თქვენი ბრენდის ძირითადი მახასიათებლები. შეკრიბეთ თქვენი გუნდი- ხალხი ვინც თქვენს ბრენდს კარგად იცნობს.ფურცელზე ან ქაღალდის პატარა ნაჭრებზე დაწერეთ ის ზედსართვი სახელები,რომლებიც თქვენს ბრენდს აღწერს და აგრეთვე ის ზედსრთავი სახელები რომელიც აღწერს მომხმარებლების მიერ აღქმულ თქვენს ბრენდს. შემდეგ ეს ზედსართავი სახელები დაყავით სამ დასტად : ვართ(We Are),არ ვართ(We Are Not) და  არ  მიესადაგება(Not Applicable).აქტივობის ბოლოს “ვართ”( we are)დასტის ქვეშ თქვენი ბრენდის აღმწერი რამოდენიმე ზედსართავი სახელი უნდა გქონდეთ.

რა დაგჭირდებათ:

  • ფურცლები ან ქაღალდის პატარა ნაჭრები.თუკი ვირტყალურად მუშაობთ გამოიყენეთ Google Docs   ან   IdeaBoardz
  • კალმები ან მარკერები
  • Worksheet-ები

რას  გააკეთებთ:

      1. გუნდის თითოეულ წევრს გადაუნაწილე 10-15 ფუცელი ან ქაღალდის პატარა ნაჭერი.
      2.   გუნდის წევრებს სთხოვეთ დაწერონ თქვენი კომპანიის აღმწერი ზედსართავი სახელი ან ფრაზა.
      3. უკვე ჩამოწერილი სიტყვები და ფრაზები დაყავით სამ კატეგორიად:   ვართ  ( We Are), არ ვართ (We Are Not), და  არ მიესადაგება (Not Applicable). გაითვალსწინეთ, რომ ამ სიტყებმა უნდა აღწეროს თვენი მომხმარებლის მიერ აღქმული თქვენივე კომპაია.
      4.   ჩვენ ვართ( We Are )და ჩვენ არ ვართ(We Are Not) კატეგორიის სიტყვები და ფრაზები დაიყვანეთ 4- დან 7 -მდე .
      5. დაასრულეთ აქტივობა და თავი მოუყარეთ სიტყვებსა და ფრაზებს. დარწმუნდით , რომ ორგანიზაციის ყველა წევრი ეთანხმება მიღებულ შედეგებს.თუ  არა, როგორც გუნდმა  კიდევ ერთხელ იმსჯელეთ და მიდით საბოლოო შეთანხმებამდე.

 

შემდეგ რა ხდება?

ახლა შენი ბრენდისთვის ყველზე მიშვნელოვანი სიტყვებ უკვე გაქვს.დროა ეს ყველაფერი თქვენი ბიზნესისთვის გამოიყენოთ.!ეს სიტყვები ბრენდს შესაქმნელად გამოგადგებათ.ეს აღმწერი სიტყვები ბრენდის  მრავალმხრივ ასპექტში შეგიძლიათ გამოიყენოთ,როგორც ბიზნესის სახელში აგრეთვე პრდუქციის სახელში.

ეს სიტყვები და ფრაზები მოსახერხებელი იქნება ვიზუალურ საკითხზე მუშაობის დროსაც.თუკი თქვენი კომპანიის აღმწერი ზედსართავი სახელებია “ახალგაზრდა” და”მხიარული”  ,შესაძლოა უამრავი კაშკაშა ფერის გამოყენება მოგინდეთ,ხოლო თუკი თქვენი კომპანიის აღმწერი ზედსართვის სახელებია”სერიზული” და”პროფესიონალი” შეიძლება გამოიყენოთ მარტივი და დახვეწილი ფერები.და თუკი თქვენი ბრენდი ამ მოდულისა  და  კონკურენციის ფარგლებში შექმენით,თქვენს თავს ჰკითხეთ ყველაფერი ეს მოდის თუ არა  შესაბამისობაში აქტივობის დროს შერჩეულ ზედსართავ სახელებთან.

 დასაწყებად მზაც ხართ? მაშინ ჩამოტვირთეთ ეს ვორქშოფები და შეუდექით ბრეინსტორმინგს(გონებრივი იერიში)


Download the Worksheet

Inspired by Brand Deck

 ბიზნესისთვის სახელის დარქმევა

მსგავსი გამოწვევის წინაშე როცა წარსდგებით,იფიქრეთ იმაზე თუ რა მოაქვს კარგ სახელს და რა—-ცუდს.არ არის აუცლებელი სახელი ზუსტად აღწერდეს საქმიანობას,მაგრამ შესაძლოა ძალიან მალე გახდეს პოპულარული და დაუვიწყარი და შესაბამსად ბიზნესიც და მისი ბრენდიც გახდება დაუვიწყარი და პოპულარული.  თავიდან სიტყვები Apple, Google, და Coca-Cola  უბრალოდ სიტყვები  და შედგენილი ფრაზები იყო.მაგრამ დროთა განმავლობაში მომხმარებელთა მხრიდან დიდი ინტერესის გამოჩენასთან ერთად გახდნენ ძალიან პოპულარულები.  ბზნესის სახელი შეიძლება იყოს: აკრონიმები(რომელიც შედგება  სიტყვათა პირველი ასოებისგან და რომლის შედეგად მიღებული აკრონიმი წარმოითქმის, როგორც ერთი ჩვეულებრივი სიტყვა. მაგ:  შიდსი – “შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი:(aids – “Acquired Immune Deficiency Syndrome”),გვარები და სიტყვების კომბინაცია.მაგალითად:BMW, MTN, AT&T, and Samsung. იცოდით ,რომ გუგლის დამაარსებლები თავიდან მისთვის Backrub-ის დარქმევას აპირებდნენ.

image01

თუკი ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ საიდან დაიწყოთ ,ეს article(სტატია),  დაგეხმარებათ!

დაიმახსოვრეთ!     არ არის აუცილებელი, რომ ბიზნესის სახელი და აპლიკაციის სახელი ერთიდაიგივე იყოს,თუცაღა ესეც შესაძლებელია!აპლიკაციის სახელსაც და ბიზნესის სახელსაც შენ ირჩევ!მაგ: Apple-ს აქვს რამოდენიმე სხვა პროდუქციაც რომელთა სახელებიც განსხვავებულია(Macbook and iPhone ),მაგრამ მათი ბრენდი კვლავ Apple-ი  რჩება.ამასთანავე ,არიან კომპანიები რომელთა პროდუქციის სახელი და ბიზნესის სახელიც ერთი დაიგივეა, მაგ: coca-cola,პროდუქციასაც და ბიზნკოპანიასაც ერთი სახელი ჰქვიათ.

აქტივობა:ბიზნესის სახელებთან დაკავშირებული ბრეინსტორმინგი

თქვენს გუნდათნ ერთად განიხილეთ ბიზნესის შესაძლო სახელები.მაქსიმალურად გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები ან  დაიხმარეთ  naming generator. დასახელების გენერატორები  დაგეხმარებათ იმ  სიტყვების დასრულებაში, რომელთა გამორჩევაც გსურთ და ბევრ სხვადასხვა ვარიანტის შექმნაში.გახსოვდეთ ,რომ აუცილებლად დაგჭირდებათ დაუბრუნდეთ იმ ზედსართვ სახელებს რომლებიც ‘We Are & We Are Not’t  აქტივობის დროს შეურჩიეთ თქვენს ბიზნესს,რომლებიც საუბრის უკეთ წარმართვაში და კომპანიისთვის ყველაზე შესაფერისი სახელის შერჩევაში დაგეხმარებათ.

მას შემდეგ რაც სახელების პოტენციურ სიას 5- მდე შეამცირებთ,აზრი მეგობრებს და შესაძლო მომხმარებელსაც ჰკითხეთ. ეს აქტივობა დაგეხმარებათ უფრო მეტი ადამიანის ყურადღება მიიპყროთ,ამგვარად  უფრო გაგიადვილდებათ შეარჩიოთ ისეთი სახელი რომელიც უფრო შესაფერისია და უფრო მეტ ადამიანზე ახდენს კარგ შთბეჭდილებას.ბრენდინგის აქტივობის გასამყარებლად შეგიძლიათ ზედსართავი სახელების დასახელება პოტენციურ მომხმარებელსაც ჰკითხოთ.

მას შემდეგ რაც კიდევ უფრო შეამცირებთ სახელების რაოდენობას ,უკვე დროა მხოლდ ერთზე შეაჩეროთ არჩევანი.აუცილებელი გუნდის ყველა წევრი თანხმდებოდეთ ამ ერთ(საბოლოო) სახელზე.

უფრო მეტი იხ,ქვემოთ:

პოზიციონირების(ბრენდის განმსაზღვრელი) განცხადების შექმნა

ახლა უკვე, როცა თქვენი ბრენდი უკეთესად შეიცანით,შეგიძლიათ მუშაობა პოზიციონრებაზე დიწყოთ.პოზიციონირების განცხადება არის თქვენი კლიენტის ლაკონური აღწერა, ასევე მყარი სურათი იმისა თუ როგორ გინდათ,რომ თქვენმა კლიენტმა თქვენი ბრენდი აღიქვას.ეს ყველაფერი მარკეტინგის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და პირდაპირ კავშირშია სამომავლოდ როგორი იქნება მარკეტინგი , ლოგოები და კლიენტების მომსახურების ხარისხი. ეს გაცხადება არ უნდა იყოს დამაბნეველი იმ განცხადებასთან რომელიც შექმენით  Business 1 -ში,რომელიც უფრო ფართოდ და დეტალურად აღწერს ,თუ რა პრობლემის გადაჭრას და  რის მიღწევას გეგმავს ორგანიზაცია .

პოზიციონირების განცხადება უნდა შეიცავდეს 4 ძირითდ მახასიათბელს:

  1. Your Product-თქვენი პროდუქტი( და რატომ არის ის განსაკუთრებული)
    გარკევეით აღწერეთ თქვენს მიერ შექმნილი პროდუქციის ფასეულობა.არქიტექტორი ახდენს შენობების დიზაინს და არა ნახატებით უზრუნველყოფას.უმაღლესი დონის რესტორნის მფლობელი საკვებს არ ამზადებს, ის ვალდებულიოა უზრუნველყოს ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება .დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში ,რასაც ყიდით და რის მომსახურებასაც ეწევით.
  2. სამიზნე ბაზარი (და რატომ აირჩიე ისინი)
    ვის ცდილობთ რომ მიმართოთ?როგორები არიან ისინი?ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს მოკლედ და კონკრეტული,და ამავე დროს ნათლად უნდა აღწერდეს თქვენს სამიზნე ობიექტს.საკმარისი არაა იმის თქმა ,რომ მაგალითად’;ჩემი სამიზნე ბაზარი არის”თინეიჯერები”,უფრო მრავლისმთქმელი იქნება “ჩვენი მისიაა შევკრიბოთ 13 დან- 17 წლამდე მამაკაცები რომლებსაც უყვართ სამაგიდო თამაშები და მოვამზადოთ ისინი Dungeons-ში და Dragons -ში და არა  Monopoly-ის მსაგავს თაშებში…”მოკლე და შთამბეჭდავი “, ” სამაგიდო თამაშების თინეიჯერი მოთმაშეები”-ამ ყველაფერზე წარმოდგენას გვიქმნის.
  3. კონკურენტუნარიანი ლანშაფტი ( და რატომ ხართ თვენ სხვაზე უკეთსი?)
    თქვენმა პოზიციონირების განცხადებამ ,  ასევე უნდა აღწეროს თქვენი  პროდუქციის ფასეულობები. თქვენი პროდუქტი  უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხს ან დაბალანსებულ ფასებს და ხარისხს? უკვე ბევრი მიმდევარი  გყავთ ,თუ ჯერ ეხლა იკიდებთ ფეხს.დარწმუნდით, რომ თქვენი ბრენდი კონკურენტუნარიან ლანდშაფტშია თუ არა? გააანალიზეთ თქვენი ბრენდის ყიდვის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები.
  4. დაპირებები (და რატომ უნდა გენდოთ)
    რას გვპირდება თქვენი ბრენდი?საიმედოობას გვთავაზობთ?სიჩქარეს?დაბალ ფასებს?აუცილებელია  გაანალიზებული გქონდეთ ის,რასაც მომხმარებელს ჰპირდებით და ამავე დროს იცოდეთ როგორ შეძლებთ მის გამყარებას. როგორ დაამტკიცებთ ამ ყველაფერს?

პოზიციონირების განცხადეის საუკეთესო მაგალითი

მაშ ასე,როგორ უნდა გამოიყურებოდეს საუკეთესო  პოზიციონირების განცხადება?მას შეუძლია მრავალი ფორმის ,სიგრძის და სიგანის მიღება , მაგრამ ყოველთვის უნდა მოიცავდეს ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ ელემენტს. თვალი გადაავლეთ უკევე ცნობილი ბრენდების განცხადებებს.როგორც ხედავთ, გარკვეული ელემენტები დახვეწილია ან ნაგულისხმევი, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის შემჩნევა თუ  რამდენად კარგადაა გააზრებული თითოეული მათგანი.

  • Volvo: მაღალი კლასის ამერიკული ოჯახებისთვის, ვოლვო საოჯახო ავტომობილია, რომელიც მაქსიმალურ უსაფრთხოებას სთავაზობს.
  • Home Depot: ტექნიკის  თვითმომსახურების მაღაზია
  • Zipcar: მანქანების გამქირავებელი კომპანიაა..მანქანის ფლობის ნაცვლად ,დაიქირავებ ამ კომპანიის მანქანას , შედეგადაც ფულსაც დაზოგავ და ნახშირბადის კვალსაც შეამცირებ.

Template for Writing a Positioning Statement-პოზიციონირების განცხადების წერის ნიმუში

ახლა სწორედ ის დროა , რომ  პოზიციონირების განცხადების წერა დაიწყოთ. აქ კი იხილავთ ამ ყველაფრის მაგალითებს basic template (and another one) .

For [სამიზნე მომხმარებელი], the [ბრენდი] is the [დიფერენციაციის არსი] among all [ჩარჩო] because [რატომ უნდა დაგიჯერონ].

  • დიფერენციაციის არსი ( the point of differentiation )(POD) აღწერს ,თუ რა სარგებელი მოაქვს თქვენს ბრენდს და პროდუქციას მომხმარებლისათვის,მიუხედავად მაღალი კონკუტენტული გარემოსი.
  • ჩარჩო (The frame of reference) (FOR) არის სეგმენტი ან კატეგორია, რომელშიც თქვენი კომპანია კონკურენციას უწევს სხვა კოპანიებს.
  • რატომ უნდა დაგიჯერონ (The reason to believe) . ეს არის განცხადება, რომელიც ამყარებს თქვენს მტკიცებულებებსა და მიზეზებს იმის შესახებ,  თუ რატომ უნდა გენდონ  კლიენტები,  თქვენსავე მიზნობრივ ბაზარზე წამოჭრილ  დიფერენციაციის მოთხოვნებზე.

აუცილებელი არ არის თვენი პოზიციონირების განცხადება სიტყვასიტყვით ემთხვეოდეს ნიმუშს,მაგრამ იდეალური ვარიანტისთვის ზემოთ მოცემულ   ხუთ  (ფრჩხილებში მოცემულ) კომპონენტს მაინც უნდა შეიცავდეს. და მაინც თუ შეფერხდი გადადი ამ დახმარების ბმულზე help, ან generator .

და როდესაც წერას დაასრულებ შესამოწმებლად მენტორს ან მასწავლებელს მიმართეთ ან შესაფასებლად გუნდური დისკუსია მოაწყეთ.

Apply Your Brand

ბრენდი უკვე გაქვთ,ახლა დროა ის ბიზნესში ჩუშვათ.ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ბრენდის “გრძნობები”(კონცეფცია) ყველგან უნდა გამოაცხადოთ!დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ წერთ თქვენი აპლიკაციის აღწერას, სამომხმარებლო ინტერაქციებსა(ურთიერთქმედებას)  და აპლიკაციის დიზაინს. ყველაფერი კარგად უნდა იყოს გააზრებული და რაც მთავარია, თანმიმდევრული.ბრენდის მზაობაში დასარწმუნებლად დამატებით იდენტობის დამადასტურებელი კვიზის (გამოკითხვა)ჩატარებაც შეგიძლიათ


Brand Identity Quiz

თუკი თქვენი  ბიზნესი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი , აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ მათთან საკომუნკაციო მარტივი  და  ადვილი ენობრივი და გასართობი უნარ ჩვევები.ბიზნესის გამოსახატავად მუქი ფერები და საკომუნიკაციოდ ფორმალური მეტყველების   უნარ-ჩვევები რომ გამოგეყენებინათ ,თქვენი მხრიდან უადგილო ,-ხოლო მომხმარებლისთვის გაუგებერი და დამაბნეველი იქნებოდა.

თუ თქვენი  ბიზნესი, მეცხოველეობისკენ მიისწრაფვის, თქვენს ნაწერებში  უნდა გქონდეთ მხიარული ფაქტები   ცხოველების შესახებ და მათი სურათები. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ თქვენი ბრენდის ძირითადი კონცეფციები თქვენს კლიენტებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში (თქვენი ელ-ფოსტის კორესპონდენცია, თქვენი სოციალური მედია), შედეგად თქვენი კომპანია უფრო ადვილად ხელმსაწვდომი გახდება

გახსოვდეთ ,რომ ბიზნეს გეგმა, pitch deck, pitch(სათამაშო მოედანი) და დემო video-ები  უფრო ტექნიკური იყოს, რადგან ისინი გამოყენებული იქნება უფრო ფორმალური გარემოში.

Tip: იმისათვის, რომ შეამოწმოთ თქვენი ბრენდირება, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ბიზნესის 1-ში Business 1 შესრულებულ სამუშაოს.

მიმოხილვა

თქვენ უკვე მინიმუმამდე დაიყვანეთ და  გამოავლინეთ ბიზნესის ხმა,ხარისხი და ხედვა.აქედან გამომდინარე, თქვენ შექმენით ბრენდის პოზიციონირების განცხადება  და გამოავლინეთ თქვენი ბრენდის ,თქვენსავე ბიზნესში ინტეგრირების გზები.

მგონი ამ თავიდან საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლეთ,მოდით თვალი გადავავლოთ ამ ყველაფერს:

  • Marketing – არის  ხალხის ნდობის მოპოვების მცდელობა
  • Positioning statement -არის მომხმარებლის მოკლე აღწერა და მათ მიერ დანახული თქვენი პროდუქცია
  • Point of differentiation – რითი განსხვავდებით კონკურენტებისგან
  • Frame of reference -სადაც ბიზნესი ეკუთვნის ბაზარს
  • Customers – ადამიანები რომლებმაც გსურთ, რომ თქვენი პროდუქცია იყიდოს
  • Demographics -არის ადამიანების ჯგუფის მახასიათებლები, ამ შემთხვევაში, თქვენი მომხმარებელის ასაკი სქესი,ადგილმდებარეობა და ა.შ.
  • Psychographics – ეს შეიძლება შეიცავდეს თქვენი კლიენტის სხვა ,პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა: სამსახურეობრივი და ოჯახური მდგომარეობა,თვისუფალი დრო და ა.შ.

მარკეტინგის მომდევნო  იუნიტში, თქვენ დაიწყებთ თქვენი  ბიზნესის ვიზუალურ  განვითარებას – ეს ნიშნავს, თქვენი ლოგოს და ბრენდის ფერების განვითარებას! თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ იმაზე ფიქრი , თუ რა სახის ვიზუალური კომპონენტები დაგჭირდებათ, მაგალითად: ფლაერები, ბიულეტენი, სლაიდების, ბიზნეს ბარათები, შეფუთვა და სხვა..

Additional Resources: